in

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი X-MAN!

მარკეტერი PVP Battle-ის მესამე სეზონის მედია მხარდამჭერია


FlowFlow Magazine-ის მიერ, რამდენიმე წლის წინ დაწყებულ წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღეს PVP Battle ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ინტერნეტ კონტენტია ქართველ ახალგაზრდებში. მალე პროექტის მესამე სეზონი დაიწყება, რომლის მედია პარტნიორიც Marketer-ია. სანამ პირველ ბეთლებს იხილავს მაყურებელი, შეგახსენებთ რომ კენჭისყრის შემდეგ, წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

Andre vs G.Una

Khvede vs KMC

Green Flame vs Solon

X-Man vs Enemy

ჩვენ ნელ-ნელა ვეცდებით გაგაცნოთ მონაწილეები, რომლებიც საუკეთესო შოუს გვპირდებიან. ბოლო სტუმრად ამ ეტაპზე  X-Man გვეყოლება.


სასცენო სახელი:
X-Man

ასაკი: ქალებს და სუპერგმირებს ასაკს არ ეკითხებიან

M: რა ასაკიდან დაიწყე ჰიპ-ჰოპის მოსმენა და ვინ იყვნენ შენი პირველი ფავორიტი MC-ები?

Commom ,MF DOOM ,Big K.R.I.T , Ab-Soul , Bahamadia  … ნუ დანარჩენსსაც , მაგრამ  ამათ განსაკუთრებით  ჩემიანებად ვთვლიდი სულ ..

M: როდის გადაწყვიტე რომ ჰიპ-ჰოპში შენც უნდა გეცადა ბედი?

ალბათ ადამიანები ჰიპ-ჰოპს ყავს განააკუთრებულად მაგარი ხალხიი ,განსაკუთრებულად მაგიური ისტორიებით .  ეს ,,ბედი გეცადა “ გაუგებარი რამეა ჩემთვის  და საერთოდ ბედი არაფერ შუაშია მითუმეტეს ხელოვნებასთან .. არაფრის ცდას არ ვაპირებ  და რადგან ვიწყებ ვიცი როგორც დავასრულო

M: რატომ გადაწყვიტე PVP Battle-ში მონაწილეობა?.

X ფაქტორის ქასთინგზე დამაგვიანდა დაა ..

M: ვინ იყო PVP-ის გასულ სეზონებში შენი ფავორიტი?

ვერ გამოვარჩევ ასეე ზოგადად ფეხბურთსაც სიამოვნების მიღების გამო ვუყურებ .. ვიღაც კონკრეტულისკენ რო ვიყო ეგრე ხოუნდა ვინერვიულო და მეკიდე არმიყვარს  როცა ვღელავ

M: ვინ არიან ადგილობრივ თუ გლობალურ ჰიპ-ჰოპ სცენაზე შენთვის მნიშვნელოვანი არტისტები?

აი ახლა ძალიან მინდა დავასახელო ადგილობრივი არტისტებიც, მაგრამ მოვიტყუები რო გითხრა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ რომელიმესთქო. თუმცა ეს იმას არნიშნავს რომ არ ვუსმენ და არ მევასება . აი გლობალურს რაც შეეეხება არ ვიცი რამდენად გლობალურია, მაგრამ  MF DOOM და Ab -Soul ჩემთვის  სხვა გალაქტიკაააა..

M: რა აკლია ქართულ ჰიპ-ჰოპს ყველაზე მეტად?

უფრო მეტად გაბედული და თამამი ადამიანები ასე მგონია .

M: რას გვეტყვი შენს პირველ კონკურენტზე? რა შანსები აქვს შენ წინააღმდეგ?

დიდი კუნთები აქქქქ ოქტაგონზე ალბათ დამამარცხებდა .

M: როგორ ფიქრობ რა არის შენი ძლიერი მხარე Battle-ის დროს?

მე ვიცი სად დავარტყა რო ვატკინო

M: დაგვიტოვე ამჟამად შენი ფავორიტი კომპოზიცია

 

 


გაიგე რომელი პრიზი შეგეფერება

bubbles-soap-water-1

ბუშტები, რომლებმაც 465 დღე გაძლეს, მარადიულ ბუშტებად მოიხსენიეს