ზამთრის ოლიმპიადა უკვე დასასრულს უახლოვდება, თუმცა, ამ მოვლენით გამოწვეული ემოციები და მღელვარება ჯერ კიდევ, საკმაოდ აქტუალურია. ახალი სახეები, გაუმჯობესებული რეკორდები, ექსტრემალური გამოსვლები და კიდევ უფრო გრანდიოზული ნაბიჯები ზამთრის სპორტში. წელს კი, ყველაფრის ეპიცენტრი ფიონგჩანგი იყო. ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით აქტიურობდნენ სხვადასხვა კომპანიები, რომლებმაც მაყურებელს არაერთი დასამახსოვრებელი სარეკლამო ვიდეორგოლი და კამპანია შესთავაზეს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობა Intel-ის დამსახურება იყო. სწორედ ამ უკანასკნელმა იზრუნა ოლიმპიადის გრანდიოზულ გახსნაზე და პირველი რეკორდიც მან დაამყარა, როდესაც ჰაერში 1,200 მანათობელი დრონით ჯერ სხვადასხვა მოძრავი ფიგურა, ხოლო ბოლოს, ოლიმპიადის სიმბოლო გამოსახა.
https://www.youtube.com/watch?v=fCd6P7Ya160
Intel-ის შემდეგ, კომპანიების მთელი ტალღა წამოვიდა, ყველა მათგანი მნიშვნელოვანი სამოტივაციო გზავნილის გავრცელებას და საინტერესო სანახაობის შექმნას მთელი მონდომებით ცდილობდა: Alibaba, Samsung, Visa, France Televisions, Nike, BBC, NBC Sports, Toyota და სხვა.