in

Pyme — სტარტაპი, რომელიც კომპანიებს web3 მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.

ამ სტარტაპებს შორის მოხვდა Pyme, რომელიც ვებ კომპანიებს მიზნობრივი web3 მომხმარებლების მოზიდვასა და შენარჩუნებაში ეხმარება — თანაც, საკმაოდ ბიუჯეტურად. უფრო დეტალურ ინფორმაციას კი საიმონ მიტჩელი, სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი გვაწვდის.

მუჰამედ ბილალი და საიმონ მიტჩელი

M: საიმონ, როგორ გაჩნდა სტარტაპის შექმნის იდეა და რატომ მიგაჩნიათ ეს ხალხისთვის საინტერესოდ?

ბოლო წლების განმავლობაში თბილისში რამდენიმე სტარტაპი გავუშვით. ვინაიდან ჩვენი წინა კამპანია დასასრულს უახლოვდებოდა, ვფიქრობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა… ტექნოლოგიები და web3 კი ყველაზე დიდი ინტერესის სფერო იყო. ამიტომაც, შესაბამისი იდეების შესწავლა დავიწყეთ, საიდანაც ამ აზრზე შევჯერდით.

თანაც, web3 არა მხოლოდ სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, არამედ ინტერნეტის მომავალიც. ჩვენ კი web3 კომპანიებს მათი ყველაზე დიდი გამოწვევის, რეალური, მიზნობრივი მომხმარებლების მიღებაში ვეხმარებით. ამ მიზეზით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვყავს კომპანიები, რომლებსაც ჩვენთან მუშაობა სურთ.

M: ვისაუბროთ შემაფერხებელ და ხელშემწყობ ფაქტორებზე — რა სირთულეებს აწყდება სტარტაპი და, პირიქით, რა უწყობს ხელს მის პოპულარობას?

ბიზნესის დაწყება რთულია. სწორი გუნდის დაქირავება, ოპერაციების მასშტაბირება და სწრაფი მოძრაობა ყოველთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. თუმცა ეს არ არის ჩვენი პირველი შემთხვევა და ამიტომ ვიცოდით, რა პრობლემების წინაშე ვდგებოდით. ჩვენთვის ბევრად უფრო ადვილია სიამოვნება მივიღოთ იმ სირთულეებით, რომლებსაც ვხვდებით.

M: თქვენ 500 Global-ის შერჩეული კომპანიებიდან ერთ-ერთი ხართ, როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას?

500 Global აღიარებული აქსელერატორია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო თანამშრომლებისა და პარტნიორების მოზიდვაში დაგვეხმარება. ამან უკვე შთაგვაგონა უკეთესი სისტემების შექმნა, მეტი მონაცემების თვალყურის დევნება და ფოკუსირების შენარჩუნება. ჩვენ ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში ვართ, გვაქვს უზარმაზარი ხედვა და 500  Global დაგვეხმარება მის უფრო სწრაფად რეალიზებაში.

M: და ბოლო კითხვა — რას იტყვით სამომავლო გეგმებზე?

ჩვენ გვჭირდება თანამშრომლების დაქირავება მთელ მსოფლიოში და  საქმიანობის ახალ ქვეყნებში გაფართოება. ჩვენ ახლახან დავიწყეთ ტურების ჩატარება და ახალი ოფისების გახსნა საზღვარგარეთ. ყოველდღე გვყავს ახალი კლიენტები და ძალიან სწრაფად მზარდი საზოგადოება. ჩვენი მიზანია, გავხდეთ ნომერ პირველი ვებ პლატფორმა მსოფლიოში.


500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში და ინდოეთში. როგორც TechCrunch მის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

კონკურსი „ვეფხისტყაოსანი“-ს ილუსტრაცია

Apple Face ID-ის ავტორების პატარა რობოტი ჩვენს ტვინს წამლებს მიაწვდის