in

Python charity meetup — საქველმოქმედო ღონისძიება უკრაინელთა მხარდასაჭერად

უკრაინელთა მხარდასაჭერად უკვე არაერთი ღონისძიება მოეწყო, რომელთა რიგებსაც It events Georgia-ც უერთდება. ორგანიზაციას სურს, პითონის საზოგადოებისთვის აქტივობები გაზარდოს და უკრაინიდან დევნილებისთვის გარკვეული თანხა შეკრიბოს. ამ მიზნით, 23 ივნისს, 19:30 საათზე აბაშიძის ტერმინალში მათი პირველი საქველმოქმედო აქცია გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლები თავიანთ პროფესიულ ისტორიებს გაუზიარებენ ერთმანეთს. ამასთანავე, გაიმართება პანელური დისკუსია, თემაზე „როგორ ცვლის პროგრამირება ჩვენს პიროვნებას“.

როგორც საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, პარტნიორობის წყალობით, It events Georgia უფასო მიღებას აკეთებს. ყველა შემოწირულება კი ჰუმანიტარული ფონდისთვის, Paliashvili 60-ისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, საზოგადოებას ნებისმიერ დროს შეუძლია ორგანიზაციისთვის ტანსაცმლის, მედიკამენტებისა და მოხალისეობრივი დახმარების ინიციატივის შეთავაზება.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზე გაიარეთ.

ადამიანებს ექოლოკაციის სწავლა 10 კვირაში შეუძლიათ

მამის დღის აღსანიშნავად მზიურში გასართობ-ინტელექტუალური თამაში „მამაენა“ გაიმართა