18 ივნისს, 13:00 საათზე Exactpro-ს გუნდის ორგანიზებით QA Meetup გაიმართება. შეხვედრა ჩატარდება Wyndham Grand Tbilisi სასტუმროს ბოლრუმის დარბაზში.
QA Meetup-ს პროგრამის ძირითადი თემებია:
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმდინარე და მომავალი ტენდენციები
- QA ინდუსტრია საქართველოში
- ISTQB სასერტიფიკატო პრიორიტეტული პროდუქტების მიმოხილვა ეჯაილ და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით
- ISTQB პირველი დონის სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის შესახებ სიახლეები
აღნიშნული ღონისძიება საშუალებას მოგცემთ, დაუკავშირდეთ თბილისის QA საზოგადოების აქტიურ წევრებს და იპოვოთ თანამოაზრე ადამიანები, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებიან.
Exactpro არის სპეციალიზებული ფირმა, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის კლიენტების — მსოფლიო ფინანსური ინდუსტრიის ლიდერების, ტექნოლოგიურად რთული პლატფორმების შესამოწმებლად. Exactpro-ს პროგრამულ უზრუნველყოფას და იდეებს იყენებს მსოფლიოს ოცამდე უმსხვილესი ბირჟა და კლირინგის პალატა.
Exactpro-ს გუნდის მიერ ორგანიზებული QA Meetup ჩატარდება ინგლისურ ენაზე, მონაწილეობა უფასოა, რეგისტრაცია კი — სავალდებულო. თუ გსურთ, სრული პროგრამა იხილოთ და დარეგისტრირდეთ, მიჰყევით შემდეგ ბმულს.
Facebook ივენთის ნახვა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.
[პარტნიორის კონტენტი]