Nendo იაპონური დიზაინ-სტუდიაა, რომელიც მინიმალისტური გადაწყვეტებითა და არსებული საგნების გადააზრებით არის დაკავებული. ამჯერად, კრეატორებმა წარმოადგინეს Nautilus – 3D პრინტერით დაბეჭდილი საკანცელარიო დანა, რომელიც ძალიან ჰგავს მოლუსკს. დანას დახურული ფორმა აქვს, რათა მოხერხებულად გახსნათ კონვერტი. მის ცენტრში ჭრილია, სადაც თავსდება გასაჭრელი კონვერტი. დანა კი დაბეჭდილი დანის წვერზეა განთავსებული. დანა მხოლოდ ქაღალდის გასაჭრელად გამოიყენება, ამიტომ სამზარეულოს დანებთან კვლავინდებური სიფრთხილე გმართებთ. ნაუტილუსის ფასია $106.



















