შაბათს, 5 მარტს, გვიან ნაშუადღევს, ნიუ იორკის გუგენჰაიმის მუზეუმის სტუმრები უცნაურ სანახაობას შეესწრნენ – როტონდიდან იატაკისკენ ასობით ქაღალდის თვითმფრინავი მოფრინავდა. ეს იყო ფლაერები, რომლებიც მოუწოდებდა უკრაინის თავზე აკრძალული ზონის შექმნას. ისინი ფარულად გაუშვა 15 ხელოვანმა და აქტივისტთა ჯგუფმა უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ორგანიზატორებს შორის იყვნენ მხატვრები: ანტონ ვარგა, ვოლკ ლიკა და სხვები.
„გვინდა გავამახვილოთ ყურადღება უკრაინაში რუსეთის ომზე“, – აცხადებენ მხატვრები, – “ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოებული ომის სამხედრო სისასტიკე გავლენას ახდენს უკრაინაზე, მთელ ევროპასა და, საბოლოოდ, ყველა ქვეყანაზე, რომელიც მუდმივად ანადგურებს პუტინის ძალადობას”.

აქციის მონაწილეებმა ასევე თქვეს, რომ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ “ნატოსთვის” ცის დახურვის მოთხოვნა, რათა თავი ავირიდოთ პოტენციური ბირთვული კატასტროფისგან.
ფლაერ-თვითმფრინავებზე, რომლებმაც მუზეუმის იატაკი დაფარეს, იყო შემდეგი წარწერა – „ეს თვითმფრინავი დამზადებულია ქაღალდისგან… მაგრამ რა იქნებოდა, ფოლადი ყოფილიყო…და ბომბები გადაეტანა მათ თავზე, ვინც გიყვარს“.
გასულ კვირას გუგენჰაიმმა გამოაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი რწმუნებული, პუტინის მოკავშირე რუსი მილიარდერი ვლადიმერ პოტანინი, თანამდებობიდან გადადგა. მუზეუმმა არ დაასახელა პოტანინის წასვლის მიზეზი, მაგრამ ომის შესახებ თავისი კრიტიკული მოსაზრება გააჟღერა.
როიტბურდმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა უკრაინელმა მხატვარმა, დაარსა შემოწირულობა, სახელად Spilka, რომლის მიზანიც, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარებების მოზიდვაა. როიტბურდის თქმით, შაბათს გუგენჰაიმის სტუმრები დიდწილად მხარს უჭერდნენ აქციას, ზოგი აქტივისტებს ტაშით უკრავდა და ფლაერებს სახლში მიჰქონდა.
”ეს ომი უკვე გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში”, – აცხადებს მხატვარი, – “ეს ეხება მთელ პლანეტას. ფრენის აკრძალული ზონის არ მინიჭება, ფაქტობრივად, პუტინს ეუბნება, რომ მას შეუძლია ომი გააგრძელოს”.











