1
Jul
2016

დროა, ქალაქი მოქალაქეებს დაუბრუნდეთ! – VW-ის კამპანია Volksparking

1 Jul 2016

Elit Electronics
Elit Electronics


რატომაც არა?! – გაიფიქრა Volkswagen-ის კრეატორმა და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებას შეუდგა.

უამრავი მანქანა და გადატვირთული ავტოსადგომები ჩვენი ცხოვრების წესსა და ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. Volkswagen-ი, ამ პრობლემასთან საბრძოლველად, ყველა შესაძლო ადგილზე კალათბურთის მოედნის მოწყობას გვთავაზობს.

 

 

მან ავტოსადგომებით დაიწყო და იქაც კი, სადაც მანქანის ადგილი დროებით თავისუფალია, კალაბურთის თამაში შესაძლებელი გახადა.

მობილური კალათბურთის კალათა, ავტოსადგომზე თავისუფალ ადგილს თავად პოულობს. სენსორების საშუალებით, ის ავტომობილის მოახლოებასაც გრძნობს და მაშინვე გადაადგილებას იწყებს.

Volksparking, ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელიც ნებისმიერი ქალაქის ავტოსადგომს მოერგება.

კამპანიასა და რგოლის დამზადებაზე კომპანიამ სააგენტო DDB-სთან ერთად იმუშავა.

განხილვა