in

ქალაქი ამბობს, მაგრამ რას ამბობს ქალაქი?

რამოდენიმე დღის წინ გმირთა მოედანზე დიდი “ხელნაკეთი” ბანერი შევნიშნე წარწერით “ქალაქი ამბობს”, ფოტო გადავუღე (ურთულეს პირობებში, ავტომობილის ტარების პარალელურად) და მარკეტერზეც დაიდო.

10271618_644340158979132_6186322167910736480_n

ძალიან ბევრი განსხვავებული ვერსია გამოითქვა, მათ შორის ყველაზე ხშირად ამბობდნენ რომ ეს “ბექა კრიმინალი არ არის” კამპანიის ნაწილიაო. (btw ბექა კრიმინალი არ არის და კანონს შემსუბუქება სჭირდება)

შემდეგ იყო უკვე სტიკერები მშრალ ხიდზე და უფრო პატარა ზომის ბანერები ანალოგიური წარწერით “ქალაქი ამბობს”, როგორც ჩემთვის რამოდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ეს კარგად ორგანიზებული აქციაა, ამ დრომდე უცნობია ორგანიზატორების ვინაობა, მაგრამ პროექტის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ:

“ქალაქში ცვლილებები იწყება შენით. გინდა ცხოვრობდე ქალაქში, რომელიც ზრუნავს შენზე ? მაშინ შენც უნდა იზრუნო ქალაქზე. დააფიქსირე შენი აზრი – რა მოგწონს, ან არ მოგწონს შენს ქალაქში, რა გინდა რომ კეთდებოდეს და როგორი გინდა რომ იყოს. მოთხოვე მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფრის მოგვარებაზე , რომ შექმნან ისეთი ქალაქი ,როგორიც გინდა შენ. 
„ქალაქი ამბობს“ – შენი სივრცეა.”

ვიდეოების ქუდი ძალიან კარგია, დევს ბევრი ვიდეო განსხვავებული შინაარსით და “ამბით”

“სირცხვილიც კია ამ ქალაქს ერქვას ქალაქი, სადაც ადამიანებს იმდენი კულტურა არ აქვთ რომ ავტომობილები არ დააყენონ ფეხით მოსიარულეთა ადგილას.”

სხვა ვიდეოები მათ ოფიციალურ Facebook გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.facebook.com/qalaqiambobs

საინტერესო და კარგია როცა მსგავსი კამპანია არჩევნების წინ ტარდება, სავარაუდოდ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას და ჩვენც ამ უნიკალურ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ:

ქალაქი და მარკეტერი ამბობს: აუცილებელია საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში ჰაერის დასუფთავება, წავახალისოთ ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც ნაკლებად აზიანებს გარემოს/ჰაერს და მათზე განბაჟების ღირებულება გაუქმდეს ან გაიაფდეს, ქალაქს რომელსაც ტურისტების მოზიდვის პრეტენზია აქვს არ შეიძლება არ ქონდეს უნომრო და უსახელო ქუჩები, დანომრეთ და მიაწერეთ ორ ენაზე სახელები + ერთ სტილში.

სათქმელი კიდევ ბევრია და თქვენ დაამატეთ კომენტარებში, პარალელურად შეაფასეთ კამპანია

ქეთი ზაზანაშვილი – “ზუმბას” სერთიფიცირებული ტრენერი

ფოტო რომელიც ავტომობილზე უარს გათქმევინებთ!