in , ,

საიდუმლოს ფარდა აეხადა! ქალაქში ახალი ფრანგული რიცხვებია!

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, ქალაქში ახალი რიცხვები გამოჩნდა უცნაური დასახელებებით. კამპანიამ ქართული ფეისბუქ მომხმარებლების მხრიდან დიდი ინტერესი დაიმსახურა. დღეს კი საიდუმლოს ფარდა აეხადა, უკვე ცნობილია, ვინ დგას ამ რიცხვების უკან! ავტომობილის ფრანგული მწარმოებელი “პეჟო” თბილისს დაუბრუნდა, ამჯერად, ახალი რიცხვებით – ახალი შთამბეჭდავი მოდელებით.

 

“პეჟოს” ახალ კამპანიაზე სააგენტო Redberry-მ იმუშავა. დეტალებზე Redberry-ს დამფუძნებელს გაგა დარსალიას ვესაუბრეთ:

M: გაგა, კამპანიის კონცეფციასა და ეფექტიანობაზე მინდა, რომ გვესაუბრო: როგორი იყო კონცეფცია, რა იყო მიზანი? როგორი იყო ინტერესი და გამოხმაურება? როგორ შეაფასებდი შედეგის ეფექტიანობას?

გაგა დარსალია

რეალურად, გვაქვს რე-ლონჩ კამპანია. პეჟო წლების მანძილზე არ იყო საქართველოში წარმოდგენილი და ბრენდი დაბრუნდა სრულიად განახლებული მოდელებით. შესაბამისად პეჟოს საყოველთაოდ ცნობილი რიცხვები 206, 307, 406 შეიცვალა აბსოლუტურად ახალი და პეჟოსთან დაუკავშირებელი რიცხვებით: 3008, 2008, 508, 308, 301, 208 კამპანიას რეალურად აქვს ორი მიზანი: პეჟოს დაბრუნების შესახებ ცნობადობის გაზრდა და ახალი მოდელების სახელების – ანუ ახალი რიცხვების მიმართ ბრენდთან ისეთივე ასოცირების ჩამოყალიბება მომხმარებლის აღქმაში, როგორც ძველი მოდელების რიცხვებს ჰქონდა. პეჟოს ის მოდელები, რომლებიც საქართველოში იყიდება, მხოლოდ ევროპიდან ჩამოდის, ძირითადად მზადდება (იწყობა) საფრანგეთში. შესაბამისად, პეჟოს დაბრუნებისას გვინდოდა შეგვექმნა განცდა, რომ ფრანგული გამოცდილება პირდაპირ ჩამოვიტანეთ თბილისში, რასაც augmented reality-ის საშუალებით მივაღწიეთ.

შევქმენით და თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე დავდგით აპარატი, რომელში ჩახედვითაც ადამიანები პარიზად სახეცვლილ იგივე ქუჩას უყურებდნენ. „პარიზის ქუჩაზე“ კი მოსახვევიდან ჩნდებოდა პეჟოს ერთ-ერთი ახალი მოდელი, რომელიც ასევე augmented reality-ის ნაწილი იყო. ამასობაში ადამიანის უკან იდგა ნამდვილი მანქანა, რომლის გამოცდის საშუალებას მომხმარებელს იქვე ვაძლევდით. შესაბამისად ვქმნიდით განცდას, რომ პარიზიდან პირდაპირ თბილისში გაჩნდა პეჟოს ახალი მოდელები. კამპანია 10 დღის წინ ჩაეშვა და ქალაქში ახალი რიცხვების გამოჩენით დაიწყო. მაშინვე მრავალ ადამიანს გაუჩნდა ინტერესი და კითხვა თუ რას ნიშნავდა რიცხვები ვიდეოებში. ახალი რიცხვების გამოჩენასთან ერთად ვერსიების რაოდენობამაც იმატა, მათ შორის სწორი ვერსიაც იყო. საიდუმლოს ფარდა კი საბოლოოდ დღეს აეხადა. კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება და შედეგების ეფექტიანობას მისი დასრულების შემდეგ შევაფასებთ.

Credits

Client: “Lion Auto” – Official Importer of Peugeot in Georgia

Agency: Redberry

Creative Directors: Toka Areshidze, Revaz Shelia

Project Manager: Tatia Dolidze

Account Executive: Toka Areshidze

Strategy Director: Gaga Darsalia

DOP: Irakli Solomonishvili (pitha)

Digital Planners: Aleqsandre Kvetenadze, Irakli Kavelashvili

Copywriters: Temo Tetrashvili, Aleqsandre Kvetenadze

Graphic Designers: Anano Kakhiani, Mariam Giguashvili

Post Production: Giorgi Akhvlediani

Cameramen: Vakhtang Chachanidze

Production Team: Tazo Gogberashvili, Vano Kiria, Nina Modebadze, Lasha Jaiani

Augmented Reality App Executive: Aleqsandre Kvetenadze

Augmented Reality App Developer: Koba kareli

Augmented Reality App Graphics: Metrograph Studio

Color: Omar Gelashvili

Web Project Manager: Lasha Lomouri

Web Designer: Anano Kakhiani

Web Developer: Achi Bakhsoliani

ქუჩის მუსიკოსი და მოულოდნელი დახმარება – Amazon Prime–ის გაუმჯობესებული მომსახურება

ROOTS – ქუჩის ცეკვების ახალი სტუდია თბილისში