in

ქალაქში კარგი ინტერნეტია!

ქალაქში კარგი ინტერნეტია! (ქრონოლოგია)

19 მაისს პირველი მესიჯი მივიღე კავკასუსისაგან, თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ჩვეულებრივი “გადაიხადეთ თორემ გაგეთიშებათ” ტიპის მესიჯი იქნებოდა, მაგრამ წერილის შინაარსმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ მსგავსი რამ საქართველოში ხშირად არ ხდება.

“არსებული მომხმარებლის დაფასდება, ყოველგვარი ზედმეტი გადასახადის გარეშე”

მარკეტინგულად კავკასუსის მსგავს გადაწყვეტილებას 10 ბალიანი სისტემიდან 10 ით შევაფასებდი, ვინაიდან მსგავსი წერილი ძალიან დიდ კმაყოფილებას იწვევს მომხმარებელში. კლიენტი რწმუნდება, რომ მან თავისდროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. (რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი და რა წერილებს წერენ ისინი კავკასუსს მათ FB-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ)
სილქნეტის პასუხი:

მოდით შევთანხმდეთ, რომ კავკასუსი ქართულ ბაზარზე დიდი ხნის განმავლობაში მიძინებული “გოლიათის” როლში იყო, სავარაუდოდ მათ სილქნეტში სერიოზულ კონკურენტადაც არ აღიქვამდნენ და არც არავინ მოელოდა კავკასუსის მსგავს გადაწყვეტილებას.

სილქნეტში, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა 25 მაისს ახალი ტარიფები გამოაცხადეს, რომელმაც გარკვეულწილად ჩააქრო ის მუხტი, რაც კავკასუსის მიმართ იყო აგორებული. ჩემი დაკვირვებით ძალიან დიდი WOM(word of mouth) გამოიწვია კავკასუსის მესიჯმა, ბევრი ადამიანისგან მესმოდა რჩევა: “გადადი კავკასუსზე მაგარია”. სილქნეტის ტარიფებმა კი ეს მუხტი გარკვეულწილად ჩაახშო. თუმცა ყველაფერი ასე არ დამთავრებულა….

 

1 ივნისის ახალი მესიჯი მივიღე, ვინაიდან თვის დასაწყისი იყო ვიფიქრე ეს ნამდვილად გადასახადი იქნებათქო, მაგრამ ამჯერადაც გაკვირვებული დავრჩი. 10MB-ის ნაცვლად 15MB.


ეს გადაწყვეტილება შესაძლოა კავკასუსისთვის ძნელი იყო, თუმცა მართებული, ვინაიდან არ შეიძლება კონკურენტ კომპანიას მისცე უფლება სულ რაღაც 1 კვირაში შენი სტრატეგია “ჰაერად” აქციოს.

საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ორი გიგანტის კონკურენცია,მანამდე კი ყველას გილოცავთ საქართველოში ნამდვილად კარგი ინტერნეტის “შემობრძანებას”, ეს ქეისი კი ალბათ ყველას დაგარწმუნებთ ნებისმიერ სფეროში კონკურენციის არსებობის აუცილებლობაში.

მაღალი კონკურენციის პირობებში ყოველთვის გამარჯვებული რჩება მომხმარებელი.

Playadjara.com თამაში იწყება აქ

პირველად იყო “მალე”, შემდეგ კი “გამოვიდა”!