3
Oct
2017

პარიზის მარათონის ყველაზე უჩვეულო მონაწილე აფრიკელი ქალბატონი – Water for Africa-ს 5 ლომის მფლობელი კამპანია

3 Oct 2017



პარიზის 42 კილომეტრიანი მარათონის მონაწილეებს შორის ყველაზე უჩვეულო საიბატო სანი აღმოჩნდა. ახალგაზრდა გამბიელი ქალბატონი ყოველ დილით მზის ამოსვლამდე დგება და თავისი სახლიდან კილომეტრებს გადის იმისთვის, რომ სახლში დაახლოებით 20 ლიტრი სუფთა წყალი მოიტანოს. უკანა გზაზე საიბატო თავზე შემოდებული სავსე ჭურჭლით ბრუნდება, ასეთია მისთვის და მისი თანასოფლელი ქალბატონებისთვის ყოველი დილა. ორგანიზაცია Water for Africa-მ, რომლის მიზანი მსგავს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების სასმელი წყლით უზრუნველყოფა და მათი დახმარებაა, სააგენტო Ogilvy &Mather-ის დახმარებით საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად ძალიან ეფექტური აქტივობა მოიფიქრა. პარიზის მარათონში მონაწილეობა საიბატომაც მიიღო, ის ჩვეულ ფორმაში, თავზე შემოდგმული 20 ლიტრიანი ჭურჭლით წარდგა და სრული მანძილი უპრობლემოდ დაფარა. ამ კამპანიით, გარდა იმისა, რომ უამრავ ადამიანს გაუჩნდა დახმარების სურვილი, საიბატომ მთელი მასმედიის ყურადღებაც მიიპყრო, მის შესახებ ალაპარაკდა, მათ შორის, CBS News, Euronews. ამას გარდა, იდეამ კანის კრეატიულ ფესტივალზე 5 ლომი მოიგო, აქედან, 2 ოქრო.

 

განხილვა