in

Visa-სა და ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ერთობლივი ბიზნესკონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

დღეს Visa Elevator Pitch-ის ბიზნესკონკურსში დამოუკიდებელმა ჟიურიმ საუკეთესო 10 ფინალისტიდან 2 გამარჯვებული ქალი მეწარმე გამოავლინა.

კონკურსის პირველი ადგილისა და 25 000 ლარის მფლობელი გახდა ანა ნადირაძე ბრენდ „ჰორსტურის“ თანადამფუძნებელი, მეორე ადგილი კი ნათია ბედენაშვილმა ბრენდ „ბისერნათის“ დამფუძნებელმა მოიპოვა და მიიღო ფულადი პრიზი 15 000 ლარის ოდენობით.

კონკურსის გამარჯვებულმა ანა ნადირაძემ, 2021 წელს საცხენოსნო პლატფორმა — „ჰორსტურსი“ შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ინოვაციურ გადაწყვეტას. ინოვაციური ონლაინ პლატფორმა საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს ეხმარება საკუთარი სერვისის გაციფრულებაში, მომხმარებლებს კი ონლაინ ჯავშნისა და გადახდის ერთიან შესაძლებლობას სთავაზობს.

მეორე ადგილისა და 15 000 ლარის მფლობელი გახდა ნათია ბედენაშვილი, ბუნებრივი და ნახევრად ბუნებრივი ხელნაკეთი აქსესუარების  მწარმოებელი ბრენდის „ბისერნათის“ დამფუძნებელი. სტარტაპი 2020 წელს დაარსდა და მომხმარებლებს მუდმივად მრავალფეროვან და ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს.

კონკურსის საუკეთესო ათეულია:

  1. ბრენდი „ინ ბლუმ გარდენი“ – მარიამ ბალანჩივაძე
  2. ბრენდი „Halo“ – ანა ერემეიშვილი
  3. ბრენდი „ჰორსტური“ – ანა ნადირაძე
  4. ბრენდი „დასი“ – თამარ ჟღენტი
  5. ბრენდი „ბისერნათი“ – ნათია ბედენაშვილი
  6. ბრენდი „აგრო ჰოლდინგი“ – სოფიკო მახატლიშვილი
  7. ბრენდი „ჰიპო ველოს“ – ვერიკო ბაზალი
  8. ბრენდი ფაქტურა ატელიე“ – მარიამ მახარაძე
  9. ბიზნესიდეა „პერსონაჟი“ – თამარ ქველიძე
  10. ბრენდი „დამ – დამ“ – ქეთევან ქარსელაძე

კონკურსის მეორე ეტაპზე ფინალისტები ორდღიან უფასო საკონსულტაციო-მენტორულ სესიებს დაესწრნენ, სადაც შეისწავლეს ფიჩინგისა და ეფექტური ბიზნეს პრეზენტაციის მომზადების ტექნიკები.

კონკურსი გლობალური კამპანიის — She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში ბიზნესფედერაციასთან ერთად „ქალები მომავლისთვის“ გამოცხადდა და მონაწილეები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესების მიხედვით შეირჩნენ.

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერია ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge

კონკურსის წესები და მონაწილეობის პირობები იხილეთ ბმულზე.

[პარტნიორის კონტენტი]

კახეთის მთავარი მოვლენა, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“, ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ შედგა

აეროდინამიკური მანქანა ფრთების გარეშე დაფრინავს