ფეხბურთი რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საზოგადოებისთვის საყვარელი სპორტის სახეობაა, ეს ფაქტია. თუმცა, ძირითადი აქცენტი მამაკაც სპორტსმენებზეა, ქალბატონები კი ამავე სფეროდან, ჩრდილში რჩებიან. ამ დროს, არსებობს ბევრი ძლიერი და პროფესიონალი ქალი ფეხბურთელი, რომელთათვისაც მცირედი ყურადღება და ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ Mastercard-ი აღმოჩნდა ის მზრუნველი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა ქალბატონებისთვის დამსახურებული პატივი მიეგო და სპეციალურად მათთვის, სამაგიდო ფეხბურთის ფორმატი სრულიად შეცვალა. ბრენდის ინიციატივითა და სააგენტო McCann-ის დახმარებით, თამაშში, მამაკაცის ფიგურები ფეხბურთელი ქალბატონების ფორმებით ჩაანაცვლეს. გარდა ამისა, ამ ამბის მეტი პოპულარიზაციისთვის არანაკლებ ეფექტური სარეკლამო ვიდეორგოლიც შექმნეს.












