in

ქალი, რომელიც AI ჰოლოგრამაზე ქორწინდება

ალბათ, სულ უფრო მეტად ჩნდება შეგრძნება, რომ ფილმი Her ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო დღევანდელი ციფრული სამყაროსთვის. ამჯერად ამ მოსაზრებას ამსტერდამელი არტისტის, ალიშა ფრემისის შემთხვევა ამყარებს. როგორც ცნობილია, ის პირველი ქალია, რომელმაც პარტნიორად AI ჰოლოგრამა აირჩია, სახელად AILex.

ეს უკანასკნელი ყოფილი შეყვარებულების ნაზავს წარმოადგენს, კერძოდ, მათი საუკეთესო თვისებების. მიზანი კი ისეთი ტრადიციული ცნებების გამოწვევაა, როგორებიცაა სიყვარული და ინტიმური ურთიერთობა. ჰოლოგრამულ „არსებასთან“ ცოლ-ქმრული ცხოვრების დაწყება ადამიანის ემოციურ კავშირს შეისწავლის ხელოვნურ ინტელექტთან. მათი ქორწილი კი მიმდინარე წლის ზაფხულს როტერდამში გაიმართება.

საგულისხმოა, რომ ფრემისს ადრე „მანეკენ ბიჭთან“ ჰქონდა ურთიერთობა. ზოგადად, 25 წელია, ის მარტოობის საკითხს იკვლევს და ხშირად აკეთებს აქცენტს ურბანულ გარემოში არსებულ იზოლაციაზე. უახლესი ექსპერიმენტის ფარგლებში იმასაც განიხილავენ, როგორ შეიძლება, მსგავსი ურთიერთობა სასარგებლო იყოს კონკრეტული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის.

ნახეთ: ფერების ძველი კატალოგები

ინტელექტუალური საკუთრების როლი და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პერსპექტივები საქართველოში