დაფიქრებულხართ, რამდენ რამეს მართავს ქალი?! თუ პასუხი არ გაქვთ, მოუსმინეთ ქალებს, რომლებმაც გზა იქ გაიკვლიეს, სადაც მანამდე არავინ ყოფილა და საკუთარი მაგალითით მოლოდინებსა და წარმოდგენებს ცვლიან. ასეთი 27 ქალი „თეგეტა ჰოლდინგმა“, კრეატიულ სააგენტო JoyBoy-სთან ერთად, მარტის კამპანიისთვის შეკრიბა, მათი ისტორიები მოაგროვა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქალი მართავს. კამპანიისთვისაც ეს სახელწოდება შეირჩა – „ქალი მართავს“, თუმცა არა მხოლოდ დღეს და აქ, არა მხოლოდ მარტსა თუ აპრილში, არამედ მართავს პროცესებს ყოველდღე და ყველგან, სადაც თავად გადაწყვეტს.
კრეატიულ სააგენტო JoyBoy-სთან ერთად შექმნილი კამპანია არაერთ შთამაგონებელ აქტივობას აერთიანებს. საიმიჯო ვიდეო ამ დიდი ამბის მხოლოდ დასაწყისი იყო. წინ გველის ფოტოპროექტები, გრაფიკული ილუსტრაციები და ინტერვიუები, რომლებიც ახლოს გაგვაცნობს ქალებს და მოგვიყვება, რა დგას იმ თავდაჯერების მიღმა, რომელიც კადრში ვნახეთ. გვაჩვენებს, როგორია ის შინაგანი ძალა, ინტელექტუალური რესურსი და დიდი შრომა, რომელიც ყველაფერს მართავს, რასაც ქალი ხელს მოჰკიდებს“.

კამპანიაზე მუშაობისას მთავარი გამოწვევა იმ სიტყვებისა და ფორმის პოვნა იყო, რომელიც ერთდროულად „თეგეტასაც“ გამოხატავდა და ქალის ბუნების მრავალფეროვნებასაც. რადგან ორივე მხარის დამოკიდებულება ქალის როლსა და შესაძლებლობებზე ტრადიციულ შეხედულებებს მკვეთრად სცდება, კოლაბორაციაც მარტივი აღმოჩნდა. კრეატიულმა სააგენტომ მიზნად დაისახა, გასცდენოდა სტანდარტულ საგაზაფხულო მილოცვებს და ისეთი ემოციური ნარატივი ეპოვა, რომელიც ავთენტიკური იქნებოდა. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, „მართვის“ ცნებაში გადაიზარდა და მთავარი მესიჯიც გაჩნდა – „ქალი მართავს“.

სოფო ლომინეიშვილი, კრეატიული სააგენტო JoyBoy-ს კრეატიული ქოფირაითერი: „მუშაობის პროცესი ნამდვილ აღმოჩენად იქცა. როდესაც სხვადასხვა პროფესიის ქალებს ვეძებდით, გაოცებულები დავრჩით, რამდენი წარმატებული ქალია ისეთ სფეროში, სადაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მათი ყოფნა თითქმის წარმოუდგენელი იყო. ამან სიამაყის განცდა გააჩინა, უფრო მძაფრად ვიგრძენი, რა ძლიერები ვართ ქალები და რომ არ არსებობს საქმე, რომელსაც ვერ გავართმევთ თავს.
JoyBoy-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“ შეხედულებები სრულად დაემთხვა როგორც კონცეპტუალურ, ისე აღსრულების ნაწილში. რაც მთავარია, არ ვიყავით შეზღუდულები და მოგვეცა შესაძლებლობა, უფრო მასშტაბურად და სიღრმისეულად გვეფიქრა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო იმ ემოციური ნარატივის პოვნა, რომელიც ქალების თავდაჯერებასა და შინაგან ძალას აუდიტორიამდე უდანაკარგოდ მიიტანდა.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ პროექტზე ორივე მხრიდან, ძირითადად, ქალებისაგან შემდგარი გუნდი მუშაობდა. ქალები ვიყავით ყველა იდეის, კადრისა თუ მუსიკის ფილტრი. ვფიქრობ, ასე კამპანია უფრო ნამდვილი და შინაარსიანი გამოვიდა“.

ამ ერთობლივი შემოქმედებითი ენერგიით შეიქმნა ვიზუალური ნარატივიც, რომელიც კომპანიის შიდა კულტურისთვისაც მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა. იდეა კონკრეტულ ვიზუალურ ფორმებად გარდაიქმნა და მარტის აქტივობები გააერთიანა.
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი არტდირექტორი: „მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავარი მესიჯი გვეთქვა არა გადაპრანჭულად ან ზედმეტად დეკლარაციულად, არამედ ავთენტიკურად. გვინდოდა, რეალური ცვლილებების ამბავზე გულწრფელად მოგვეყოლა. კამპანიის ვიზუალური ნაწილი სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა. აქცენტი გაკეთებულია ქალებზე და მათ პროფესიულ იდენტობაზე. თითოეული კადრი თითქოს ერთი მცირე ისტორიაა. ეს იყო შეგნებული არჩევანი, რადგან გვინდოდა, ყურადღება არა გადატვირთულ კომპოზიციებზე, არამედ პერსონაჟებსა და მათ გზავნილებზე ყოფილიყო.
ვიდეოსთან ერთად, კამპანია აერთიანებს სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებას, რომლებიც ქალების პროფესიული მიღწევების შესახებ გვიყვება. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი ერთ იდეას ემსახურება – ვაჩვენოთ, რომ ქალი მართავს არა მხოლოდ ავტომობილს, არამედ საკუთარ არჩევანს, პროფესიასა და მომავალს“.

მარტის კამპანია „თეგეტასთვის“ იმ ფუნდამენტური ცვლილებების გაგრძელებაა, რომლებიც ჰოლდინგში ხორციელდება. უკვე წლებია, ბრენდი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშესახებ პოლიტიკას ატარებს. ავტოინდუსტრიის სტერეოტიპების ფონზე, „თეგეტა ჰოლდინგი“ თანმიმდევრულად აშენებს გარემოს, სადაც პროფესიულ ზრდას მხოლოდ კომპეტენცია და მოტივაცია განსაზღვრავს. ეს კომპანიის კორპორაციული კულტურის ნაწილია, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანის პროფესიონალიზმია. ამაზე მეტყველებს ციფრებიც – დღეს ქალები კომპანიის თანამშრომელთა 24%-ს შეადგენენ, ტოპ-მენეჯმენტში ქალთა წარმომადგენლობა ბოლო ერთ წელიწადში თითქმის გაორმაგდა. ამასთანავე, „თეგეტა“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც მსუბუქი და მძიმე ტექნიკის მიმართულებით ქალი მექანიკოსები მოამზადა და დაასაქმა. უკვე ორი წელია, კომპანიას ქალი CEO ჰყავს, რომელიც „თეგეტას“ გამოცდილებას ევროპული ბიზნესასოციაციის ქალთა გაძლიერების საერთაშორისო ფორუმზე გააზიარებს. გარდა ამისა, სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე საზოგადოება უფრო ახლოს გაიცნობს იმ ქალებს, რომლებიც კომპანიის ისტორიას ყოველდღიურად ქმნიან.

ეს ყოველდღიურობა აქტიურ, ცოცხალ პროცესს ნიშნავს, რომელსაც მყარი საფუძველი და სამომავლო განვითარების ხედვა ახლავს თან. არჩეული სტრატეგიით „თეგეტა“ განაგრძობს ქალთა გაძლიერების მხარდაჭერას და თავისი საქმიანობით ადასტურებს, რამდენ რამეს და როგორი წარმატებით მართავს ქალი.
—
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
[R]











