in

ქალი მეწარმეები ციფრულ რუკაზე – ახალი ვებსაიტი ღვინის ტურიზმისთვის

ასოციაციამ „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ (WIWI) წარმოადგენინა ახალი ციფრული პლატფორმა — www.wiwi.ge, რომელიც გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ვებგვერდის მიზანია ქართველი ქალი მეღვინეების, მათი ღვინოებისა და ღვინის ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ერთ სივრცეში. პლატფორმა ხელს უწყობს როგორც მათი საქმიანობის პოპულარიზაციას, ასევე მათ შესაძლებლობების გაძლიერებას  ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.

ვებგვერდი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული ქალების ხილვადობის გაზრდას. იგი გვაჩვენებს მათ, როგორც ინოვაციურ მოთამაშეებს და ამავდროულად, საქართველოს უძველესი მეღვინეობის ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლებს.

საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ ასოციაციის მისიის, სტრუქტურის, წესებისა და რეგულაციების, წევრების, სიახლეებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ღვინის ტურიზმის სექცია, სადაც ამჟამად წარმოდგენილია 11 ქალი მეღვინის მარანი, მისი ადგილმდებარეობის, ღვინისა და ღვინის ტურიზმის სხვა პროდუქტების, აგრეთვე, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების მითითებით. სია მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მარნებს და სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს.

პლატფორმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი ქალი მეღვინეები, პარტნიორი ორგანიზაციები, ტუროპერატორები და ღვინის ინდუსტრიის ექსპერტები. ღონისძიება საქმიანი დიალოგისთვის იდეალურ სივრცედ იქცა — მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ ასოციაციის წევრებს და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიების კულმინაცია გახდა ღვინის დეგუსტაცია, რომლის ფარგლებშიც დამსწრეებმა 30 ქალი მეღვინის მიერ წარმოებული ღვინოები დააგემოვნეს.

პლატფორმა შექმნილია პარტნიორული მხარდაჭერით და წარმოადგენს ქალი მეწარმეებისთვის განვითარების ახალ საფეხურს — ისინი თავიანთი რეგიონის ციფრულ ელჩებად გვევლინებიან. ვებსაიტი კი მათ ისტორიებსა და ღირებულებებს ფართო აუდიტორიას აწვდის და მომხმარებლებს შთააგონებს, ქართულ ღვინოს ქალების პერსპექტივიდან შეხედონ.

პლატფორმა შექმნილია GIZ-ის პროექტების — „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME) და „VET in Georgia’s Growth Sectors“ — ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

[პარტნიორის კონტენტი]

პირველი დამოუკიდებელი საკომუნიკაციო ცენტრის ახალი სიცოცხლე – სასტუმრო „ტელეგრაფი” გაიხსნა

როგორი იყო კანის კრეატიული ფესტივალი PR კატეგორიის მონაწილეებისთვის