წინანდლის მამულმა უკვე მეორედ უმასპინძლა ქალთა თვეს და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ ტერიტორიაზე მარტის თვის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა სტუმრებს.
ქალთა თვე სილქ ჰოსფითალითის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად სასტუმროს სტუმრებს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს. SOLO და Mastercard-ის მხარდაჭერით და „ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან“ პარტნიორობით ყოველ წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობების წარდგენა ხდება.
„წელს კიდევ უფრო მეტი დრო დაუთმო სილქ ჰოსფითალითის თითოეული გუნდის წევრმა მაღალი დონის ღონისძიებების ჩატარებას. აღსანიშნავია ასევე გამორჩეულად კარგი მომსახურება, რომელიც ჩვენს სტუმრებს ადგილზე ხვდებათ ჩვენი თანამშრომლების ჩართულობით. ასეთი ღონისძიებები პირდაპირ უწყობს ხელს საქართველოში კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებების პოპულარიზაციას. წინანდლის მამულში გიორგობისთვის, სიყვარულის თვის და ქალთა თვის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუმარს, ვინც ერთხელ მაინც ეწვევა წინანდლის მამულს, აქ დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს.“ – ნუცა რამიშვილი – სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ გენერალური მენეჯერი.
მარტის თვე დაიწყო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილთან შეხვედრით, რაც სტუმრებისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. სასტუმრომ ასევე უმასპინძლა ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას, გაიმართა ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის წიგნის „რუსთავის დღეები“ პრეზენტაცია, ქალთა პადელი, იოგის სესია ნიდინთან ერთად, ამელის ყვავილების ვორქშოპი, White Studio-ს კერამიკის მასტერკლასი და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ყველის და წინანდლის მამულის ღვინოების დეგუსტაცია.
წინანდლის მამულის Pre-function სივრცეში სასტუმრომ უმასპინძლა სპეციალურ ვახშამს, რომლის კონცეფციაც შეიქმნა სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფის – ირაკლი ასათიანის მიერ. თითოეული კერძი მომზადდა მისი და სასტუმროს შეფ-მზარეულების საოჯახო, ტრადიციული რეცეპტებით. ვახშამზე მუსიკალური ნაწილი მთლიანად ინოლა გურგულიას შემოქმედებას მიეძღვნა (ია და დავით შუღლიაშვილებისა და თამარ თოლორდავას შესრულებით).
[R]