უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა წინანდლის მამულში „ქალთა თვის” აღნიშვნა. სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის” და „პარკ ჰოტელის” სტუმრებს მარტის თვეში საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. ყველასთვის საყვარელი აქტივობები მოიცავს როგორც კინოჩვენებებს, ასევე მუსიკალურ საღამოებს, პადელის ჩემპიონატს, პორტრეტულ ფოტოგადაღებას, პილატესის და იოგის მასტერკლასებს, ვორკშოპებსა და ბავშვთა გასართობ პროგრამას.
გაზაფხულთან შეგებება დედის და ქალთა დღის აღნიშვნით იწყება. თუმცა წინანდლის მამულის გუნდი მხოლოდ ამ თარიღებით არ შემოიფარგლება და ყოველ შაბათ-კვირას, ხანდახან პარასკევსაც კი, სტუმრებს განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ დღეებს ჰპირდება.
„უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც წინანდლის მამულში ყოველი ნოემბერი, თებერვალი და მარტი სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით აღინიშნება. ჩემთვის პირველი წელია, რაც წინანდლის მამულს შემოვუერთდი და დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე ღონისძიებების დაგეგმვას. დამკვიდრებული ტრადიცია გადმოვიბარე და ჩემს გუნდთან ერთად ყველანაირად შევეცდები, რომ ის გამორჩეულად კარგი მომსახურება, რაც სტუმრებს აქამდე ხვდებოდათ, ახლაც იგრძნობოდეს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გველოდება წინანდლის მამულში და დარწმუნებული ვარ, ყველა სტუმარს გაუჩნდება ჩვენთან დაბრუნების სურვილი“, – ბუბა ნედოროსტკოვი, წინანდლის მამულის გენერალური მენეჯერი.
წინანდლის მამულის ქალთა თვის გენერალური სპონსორი SOLO და Mastercard, ხოლო ღონისძიებების ორგანიზატორია სილქ ჰოსფითალითი.
სასტუმროს ჯავშანთან დაკავშირებით დაუკავშირდით სილქ ჰოსფითალითისკონტაქტცენტრს ტელეფონის ნომერზე: 032 2402 222 , ან მეილის მისამართზე: [email protected]
[პარტნიორის კონტენტი]











