გამოფენა Human+Nature 2021 წლიდან Morton Arboretum-ში 1700 ჰექტარზეა წარმოდგენილი, ახლა კი სამხრეთ აფრიკელი მხატვარი დანიელ პოპერი ქანდაკებების კოლექციას აფართოებს და სამ ახალ ნამუშევარსაც გვთავაზობს.
ეს სამი ახალი ნამუშევარი კი პოპერის მიზნის გაგრძელებაა — ხეებისა და ადამიანების დაკავშირებით ადამიანებში შიში და გაკვირვება გამოიწვიოს. ამას Morton Arboretum-ისთვის კეთილშობილური განზრახვაც აქვს, მათ სურთ საზოგადოებას ხეებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერება აუმაღლონ. საინტერესოა ისიც, რომ Morton Arboretum წელს 100 წლის ხდება, პოპერის სამი ახალი სკულპტურიდან ყველაზე პატარა კი სწორედ ამ განსაკუთრებული შემთხვევისთვის შეიქმნა.

Ginkgo-ს ქანდაკება Morton Arboretum-ის უფრო გარე ნაწილში იქნება მოთავსებული და იგი სტუმრებისთვის კარგი მისალმებაც გამოვა… ნამუშევარში, ქალის ნიღბის მსგავსი სახე გინგკოს ფოთლებით არის დაფარული, რისი გამოყენებაც საკმაოდ მართებულად ჩაითვლება, თუ ამ ხის მიმართ დამფუძნებლის ჯეი მორტონის სიყვარულს გავითვალისწინებთ. კონკრეტულ ადგილზე გინგკოს მრავალი ხეც დაირგო, ამჯერად კი კოლექციაში 15 ჯიში და 77 ეგზემპლარია.

რაც შეეხება „მიცელიასა“ და „ეფემერას“ ნამუშევრებს, აქ უკვე სოკოებსა და სხვა მცენარეებს აღმოაჩენთ. ეფემერას ნახვას მდელოზე შეძლებთ, მიცელიამ კი ბინა ტყეში დაიდო. მსგავსი განლაგება ნამუშევრების მნიშვნელობას აძლიერებს და განძის პოვნის განცდასაც კი ბადებს, როცა დამთვალიერებლები პოპერის ნაწარმოებების არსის ძებნას იწყებენ.
