in

“ქარის” ონლაინ პლატფორმა, რომელიც ბრენდებსა და დიზაინერებს გააერთიანებს

დღემდე “ქარი” ჩვენთვის ცნობილი იყო, როგორც მოპედების გაზიარების სერვისი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრენდი თავისი საქმიანობისთვის კონკრეტული საზღვრების დაწესებას ყოველთვის ერიდებოდა; ამას კი თავისი მიზეზი ჰქონდა, რომელსაც სულ ახლახან მოეფინა ნათელი – “ქარი” გეგმავს, შექმნას დიდი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ბევრ ბრენდსა და დიზაინერს გააერთიანებს; ასევე, ის ხელოვანებისთვის მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის გზასაც გახსნის.

ბრენდს ონლაინ შოპის განვითარება რამდენიმე ეტაპად აქვს დაგეგმილი. ამჟამად, აღნიშნულ ონლაინ პლატფორმაზე უკვე ათავსებენ თავიანთ პროდუქციას: IZIPIZI, Hoova, SAD HOMIE და RECKLESS. სამოსისა და აქსესუარების უმეტესობა, ძირითადად, ქართველი დიზაინერების ნამუშევარია, თუმცა, ქარი უცხოური ბრენდების დამატებასაც გეგმავს.

ქარის ონლაინ მაღაზიის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი პროდუქციისა და დიზაინერების სიის გაფართოებაა. პლატფორმაზე უკვე აღმოაჩენთ ბევრ თანამედროვე ქართველ ხელოვანს, რომელთა მიერ შექმნილი დიზაინების პროდუქციამ უკვე იპოვა დამფასებელი აუდიტორია,  სამომავლოდ კი ეს ურთიერთობაც უფრო უშუალო გახდება. ყველაფერ ამას პლატფორმის სიმარტივეც უწყობს ხელს.

ქარის ონლაინ პლატფორმა სიმარტივით გამოირჩევა – ყველაფერი სადა, მარტივი და მკაფიოა. ეკრანის მარცხენა პანელში მაღაზიებისა და დიზაინერების ჩამონათვალია, ცენტრალური სივრცე კი საგნებს, მაისურებსა და აქსესუარებს უკავია.

შეკვეთების მიწოდების სისტემა უკვე საკმაოდ სტაბილურად მუშაობს – თუ მომხმარებელი თბილისის მასშტაბით უკვეთავს, პროდუქტი იმავე დღეს უფასოდ მიდის მასთან, რეგიონებში კი – 3-5 სამუშაო დღეში.

ქარი შოპზე ამჟამად განთავსებული დიზაინების ავტორებს შორის არიან: ვატო მესხი, Semichka, მარიამ ნატროშვილი, მარიამ საკნელაშვილი, ნოდარ სუმბაძე, გიორგი გრძელიშვილი, Natashaforever და ბევრი სხვა.. სამომავლოდ კი ეს სია გაიზრდება.

ასევე, ქარის შუამდგომლობით მომხმარებლებს შეეძლებათ ხელოვანებთან უკუკავშირის დამყარება, რათა მათთვის სასურველი პროდუქცია, ფაქტობრივად, ორი მხარის ჩართულობით შეიქმნას.

გარდა ამისა, კომუნიკაციის ახალ ხაზში, სოციალურ ქსელებში ქართან თანამშრომელი გრაფიკული არტისტებისგან არამხოლოდ პროდუქტების დიზაინებს, არამედ “ქარის სამყაროს” ამსახველ ვებ-კომიქსებსაც უნდა ველოდოთ.

ქარის შოპზე განთავსებული ნებისმიერი დიზაინი უფრო დიდი სამყაროს ნატეხია, რომელიც მათი ავტორების წარმოსახვაშია შენახული. ამ წარმოსახვითი სამყაროების დასათვალიერებლად და მათი შემოქმედების უკეთ გასაცნობად ქარის სოციალურ არხებზე დროდადრო გამოჩნდება “ღია ბარათები” – მოკლე კომიქსები თანამედროვე ქართველი ხელოვანებისგან, მოკლე ინტერვიუები, საუბრები საკუთარ ხედვაზე და ასე შემდეგ.

კონტენტის ეს ხაზი გიორგი გრძელიშვილის ატმოსფერული კომიქსით გაიხსნა, რომელიც დაეფუძნა მის პრინტს “სევდა”.

ხოლო შემდეგი ანკა ბოჭორიშვილის კომიქსია:

თუმცა, ბრენდს სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს, რომლებიც მოიცავს: ავთენტური ლოკალური ურბანული სუბკულტურების შემოკრებას, მხარდაჭერასა და განვითარებას.

რაც შეეხება მოპედებს, “ქარი” ამ მიმართულებას უცვლელად შეინარჩუნებს.

სვანური კოშკი, ქვევრი, ყურძნის მტევანი, ოქროს საწმისი ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის ლოგოს ელემენტებად – ABK-ს ნამუშევარი

თიბისის ბარათები, რომლის დიზაინზეც ერეკლე ინაშვილმა იმუშავა, Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია!