in ,

რა არის ქარის ენერგია?

ქარის ენერგია2მთელი წლის განმავლობაში  მზე დედამიწაზე უზარმაზარ ენერგიას გზავნის. აქედან  2% ქარის ენერგიად წარმოიქმნება. ქარის სიჩქარე ჰაერის ფენების ტემპერატურათა ცვალებაზეა დამოკიდებული.

ქარის ენერგიას მექანიკური ენერგიის მისაღებად კაცობრიობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე იყენებდა, ხოლო ელექტროენერგიის მისაღებად მისი გამოყენება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო.

როგორია ქარის ენერგეტიკული პოტენციალი?

მსოფლიო ეკონომიკურად ეფექტური ქარის პოტენციალი შეადგენს 72000 გვტ-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება თანამედროვე მოთხოვნებს. ეკონომიკურად ეფექტურად ითვლება  ქეს-ების (ქარის ელექტრო სადგურები) გამოყენება , როდესაც ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 50 მ სიმაღლეზე 6,4 მ/წმ-ის ტოლია.

ქარის  ენერგიის  დადებითი  მხარეები

  • იყენებს ენერგიის განახლებად წყაროს
  • არ აბინძურებს გარემოს სათბური გაზებით
  • ამცირებს დამოკიდებულებას იმპორტირებულ ორგანულ  სათბობზე
  • ამაღლებს ენერგო უსაფრთხოების დონეს
  • დაბალი ტარიფი ( უკუგების პერიოდის შემდეგ)
  • ენერგო–პროდუქტზე კონკურენციის შექმნა

ქარის  ენერგიის  უარყოფითი  მხარეები

  • ქეს-ი იყენებს დიდ ფართობს
  • გადამფრენ  ფრინველთა უნებლიე განადგურება
  • ვიბრაცია
  • ხმა

საქართველოში ქარის სრული თეორიული ენერგოპოტენციალი შეადგენს 1300 მლრდ. კვტსთ-ს, მაშინ, როდესაც საქართველოს მდინარეების სრული თეორიული ენერგოპოტენციალი 135 მლრდ. კვტსთ-ია. აღსანიშნავია, რომ ქარის ენერგიის ძირითადი წილი მოდის ზამთრის იმ თვეებზე, როდესაც ჰიდროელექტროსადგურები განიცდიან წყლის რესურსების დეფიციტს.

2011 წლის ბოლოსთვის  ქარის ენერგიიდან  წარმოებული  ელ.ენერგია

1. ჩინეთი – 52,8 მგვტ
2. აშშ – 42,432 მგვტ
3. გერმანია – 27,981 მგვტ
4. ესპანეთი – 21, 150 მგვტ
5. ინდოეთი – 14,550 მგვტ
6. იტალია – 6,2 მგვტ
7. საფრანგეთი – 6,060 მგვტ
8. უკრაინა – 5,707 მგვტ
9. კანადა – 4,611 მგვტ
10. პორტუგალია – 3,960 მგვტ

 

ენერგიის ტიპები

1kwth საერთაშორისო საფასური (ცენტები)

ბუნებრივი აირი

ქარის ენერგია

ნახშირი

ატომური

მზის ენერგია

თერმული ენერგია

6.4=10.36 თ

7.5=12.34 თ

8.0=12.96 თ

10.0=16.2 თ

15.0=24.3 თ

16.0=25.92 თ

 

ავტორი: ამირან ტაბიძე

“რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი დაგიბრუნდება”- ნინო ჯიბლაძე

AlampBBDO-ს ახალი რეკლამა, რომელიც YouTube-ის პრევიუს იყენებს