ნიტინ ნორია ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორია. ის ლიდერობას ასწავლის და ხშირად უთმობს ლექციებს General Electric-ის ხელმძღვანელ ჯეკ უელჩს, რომელიც კომპანიას დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ლექციის პირველ ნაწილში სტუდენტები განიხილავდნენ კონკრეტულ შემთხვევას, ხოლო უელჩი ყურადღებით უსმენდა. შემდეგ, პროფესორი უელჩს სთხოვდა აზრის გამოთქმას. ისიც საუბრობდა ხოლმე. ჯეკ უელჩი ასხივებდა ენერგიასა და ინტენსივობას, რისი აღწერაც კი რთულია ხოლმე. მიდი აქცენტები იყო მკაფიო, საკამათო და მამოტივირებელი. ჯეკ უელჩის სტუმრობიდან მომდევნო დღეს, პროფესოსი სტუდენტებს აზრის გამოთქმას სთხოვდა ხოლმე. შეფასებისას, ხშირად ისმოდა სიტყვა „ქარიზმატული“.
უელჩი თავის სიცოცხლეში ძალიან პოპულარული იყო, თუმცა 2020 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ რთული მემკვიდრეობა დატოვა. მისი დამსახურება იყო კომპანიის აღზევება და უპრეცედენტო ზრდა, მაგრამ ასევე აკრიტიკებდნენ ზედმეტი სიმკაცრის გამო, ადამიანების მიმართ. ამბობდნენ, რომ ის ზედმეტად მიჯაჭვული და გაუაზრებლად ექსპანსიური იყო ისეთ სექტორებში, როგორიცაა ფინანსური მომსახურება, მედია და გართობა, რაც საკმაოდ შორდებოდა GE-ის ძირითად კომპეტენციებს, რის გამოც კომპანიის მემკვიდრეებს საკმაოდ რთული გამოწვევები დახვდათ.
თუმცა, უელჩის ქარიზმატულობაზე არავინ დავობს და მისი ეს უნარი ნამდვილად დაფასებულია.
გამოჩენილი სოციოლოგი მაქს ვებერი პირველი იყო (1910-იან წლებში), რომელმაც ისაუბრა ქარიზმის როლზე ლიდერობაში, განიხილა იგი, როგორც „ინდივიდის გარკვეული თვისება, რომლის წყალობითაც იგი გამორჩეულია ჩვეულებრივი ადამიანებისგან და განიხილება, როგორც ზებუნებრივი, ზეადამიანური ან სულ მცირე განსაკუთრებული ძალებითა თუ თვისებებით დაჯილდოებული“. ქარიზმატული ლიდერები, ამ თვალსაზრისით, შეიძლება დიდ ძალას წარმოადგენდნენ სოციალური ცვლილებებისთვის.
მაგრამ ქარიზმამ შეიძლება ორი გზით იმუშაოს. პროფესორის კოლეგამ რაკეშ ხურანამ დააფიქსირა ამ სტილის ზოგიერთი უარყოფითი მხარე და კვლევაში აღწერა ის, თუ როგორ ირჩევენ საბჭოები დირექტორებს.
1980 წლამდე, საშუალო აღმასრულებელი დირექტორი, როგორც წესი, იყო შეუმჩნეველი პერსონა. თუმცა, 1980-იან წლებში ახალი ამბების მედიამ დაიწყო ქარიზმატული, სათაურებისთვის პერსონაჟების მოძიება და ქარიზმის მქონე კორპორაციული ლიდერების შესახებ წერა. ეს ხდებოდა ყველგან – სპორტული გვერდებიც კი საუბრობდნენ ასეთ სპორტსმენებზე. უელჩი მოიხსენიებოდა ისეთ ლიდერებთან ერთად, როგორებიც არიან ლი იაკოკა, მაიკლ ეისნერი, იან კარლზონი და აკიო მორიტა. დროთა განმავლობაში, საბჭოები ფოკუსირდნენ ტელეგენური, ინსპირაციული პიროვნებების არჩევაზე თავიანთი კომპანიების სამართავად (და მკვეთრად გაზარდეს ამ ლიდერების ანაზღაურება, მათ შესანარჩუნებლად). მკვლევარი ამტკიცებდა, რომ შედეგები ხშირად არ თანხვდებოდა მოლოდინს – ნაწილობრივ იმიტომ, რომ კორპორაციული წარმატება არის მრავალი ფაქტორის ერთობლიობა, რაც აღმასრულებელი დირექტორის პიროვნებას მიღმაა.
მართლაც, ერთი მხრივ, ზოგიერთი ლიდერი იყენებდა პერსონალურ მაგნეტიზმს თანამშრომლებზე ენერგიის გასაძლიერებლად და დაინტერესებულ მხარეებზე ზემოქმედების მიზნით, ასევე ძალიან უყვარდათ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამავდროულად, ორგანიზაციები უკეთესად მუშაობენ, როდესაც მათ ხელმძღვანელობენ თავმდაბალი დირექტორები, რომლებიც მთელ ძალისხმევას დებენ, რათა ფოკუსირდნენ თავიანთ გუნდსა და კომპეტენციაზე.
ახალი საწარმოს გახსნისას, ყველა ჩართული მხარე – ინვესტორები, თანამშრომლები, მომხმარებლები, მომწოდებლები – უზარმაზარ გაურკვევლობაშია. იმუშავებს პროდუქტი? შეუძლია თუ არა კომპანიას მასშტაბირება? ხომ არ აჯობებენ კონკურენტები?
ორგანიზაციებში, რომელთა წინაშეც დგას ასეთი გამოწვევებია, ადამიანები ეძებენ საყრდენს ლიდერში, რომელსაც აქვს ქარიზმა. სტარტაპებში, ლიდერის ქარიზმა ადამიანებს აძლევს რწმენას, გასწიონ რისკები, რაც გონივრული ადამიანების შეშფოთებას იწვევს. შემთხვევითი არ არის, რომ ქარიზმა, ლიდერის ეს თვისება, რომელიც შთააგონებს რწმენას, ნაწილობრივ მომდინარეობს თეოლოგიიდან.
განვიხილოთ სტივ ჯობსი. ის იყო ეგოისტური პერსონა და რეგულარულად არღვევდა წესებს – ატარებდა მანქანებს სანომრე ნიშნების გარეშე, რადგან არ მოსწონდა მათი ვიზუალი. ამავდროულად, ჯობსს ჰქონდა შეუდარებელი უნარი, რომელიც ერთმა ადრეულმა თანამშრომელმა ასე აღწერა: „დაბნეული შერწყმა. ქარიზმატული რიტორიკული სტილი, დაუოკებელი ნებისყოფა და ნებისმიერი მიზნის შესაფერისად მოქცევის სურვილი. თუ არგუმენტის ერთი ხაზი ვერ დაარწმუნებდა, ის ოსტატურად გადადიოდა მეორეზე. ხანდახან ის წონასწორობიდან აგდებდა შენს პოზიციას მოულოდნელად, როგორც საკუთარ პოზიციას, ისე რომ არც აღიარებდა, ოდესმე სხვანაირად თუ ფიქრობდა“.
მეორე კონტექსტი, რომელშიც ქარიზმა განსაკუთრებით სასარგებლოა, არის ჩამოყალიბებული კომპანიის შემობრუნება. 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში, ლი იაკოკას პიროვნულმა ქარიზმამ დაარწმუნა ფედერალური მთავრობა Chrysler-თვის ფული ესესხებინათ, გაკოტრების თავიდან აცილების მიზნით, შემდეგ კი სარეკლამო კამპანია ჩაატარა, რათა დაერწმუნებინა მომხმარებლები, ეყიდათ მისი ახალი ავტომობილების კოლექცია.
წყარო: HBR