in

ქართულ-ამერიკული კინოაკადემია წარმატების ავანგარდში

ორი წელია, რაც საქართველოს უნივერსიტეტში დაარსებული ქართულ-ამერიკული კინოაკადემია საზოგადოებას ნიუ-იორკის ფილმის აკადემიისა და ლოს ანჯელესის კინო სკოლის სტანდარტის სამთვიან კინოწარმოების სასერტიფიკატო კურსს სთავაზობს. ამ დროის მანძილზე კინოაკადემია უკვე ითვლის ასობით კურსდამთავრებულსა და სტუდენტურ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომელთა დიდი ნაწილი მსოფლიოს კინოფესტივალებზე სხვადასხვა ნომინაციაში იმარჯვებენ, რაც კინოწარმოების სასერტიფიკატო კურსის მაღალ ხარისხსა და მის წარმატებაზე მეტყველებს. კურსი მოიცავს კინომწარმოებლისთვის საჭირო ყველა სფეროს შესწავლას და, რაც მთავარია, პრაქტიკას. ეს კი სტუდენტებს აძლევს წვდომას თანამედროვე ტექნიკაზე და, შესაბამისად, პორტფოლიოს გამდიდრების შესაძლებლობას, საკუთარი და თანაკურსელების ფილმების გადაღების პროცესში პირდაპირი ჩართულობით.

სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი  ფილმები მათ მიერვე დაწერილ სცენარს ეფუძნება. კურსის პირველი ნაწილი სწორედ სცენარი წერის შესწავლასა და მის დახვეწას ეთმობა. მეორე ნაწილი – ფილმის გადაღებისათვის მოსამზადებელ ნიუანსებს. მესამე კი – ფილმის გადაღებასა და მონტაჟს, ისევე, როგორც თანაკურსელების ფილმებში ჩართულობას სხვადასხვა მიმართულებით, რაც სტუდენტს ფილმწარმოების პროცესის ყველა კუთხით დანახვის საშუალებას აძლევს. დრამატურგია, რეჟისურა, სამსახიობო ხელოვნება, პროდიუსინგი, კინოს მხატვრობა, კინოოპერატორის ხელოვნება, ხმის დიზაინი, კინომუსიკა, მონტაჟი – ეს ის სფეროებია, რომლებსაც ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის სტუდენტები, სფეროში წამყვანი პროფესიონალებისგან ეუფლებიან. აკადემიის სტუდენტებს პერიოდულად მასტერკლასებიც უტარდებათ ჰოლივუდიდან.

ქართულ-ამერიკული აკადემიის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული გახლავთ სოფო ბერიშვილი, რომლის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ილუზია“  ყველაზე მეტი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთ პრესტიჟულ ფესტივალებზე, როგორებიცაა: Oniros Film Awards-New York, Best Actor & Director Awards-New York, San Diego Movie Awards, Cannes World Film Festival, New Jersey Film Awards, American Golden Picture International Film Festival, Crown point International Film Festival.

სოფო, გვიამბეთ თქვენი ფილმის შესახებ და გვითხარით, რატომ უნდა დაინტერესდნენ სხვები, კინოწარმოების კურსით:

„ფილმი „ილუზია“ არის სურეალისტური დრამა, რომელიც მოგვითხრობს მთავარი გმირის პიროვნულ ტრაგედიას და მის დამოკიდებულებას წარსულის მოგონებებზე. ფილმში ნაჩვენებია, როგორ ემშვიდობება მთავარი გმირი წარსულს. ფილმის მიზანი იყო, მაყურებელს თავად გადაეწყვიტა, თუ რა მოხდა რეალობაში. მე ვარ ამ ფილმის სცენარის ავტორი, პროდიუსერი, რეჟისორი, მონტაჟის რეჟისორი  და დამდგმელი მხატვარი. ყველა ფესტივალზე მონაწილეობა და გამარჯვება ჩემთვის  ძალიან ემოციური იყო, რადგან ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემი, როგორც რეჟისორისა და პროდიუსერის კარიერისათვის. ჩემში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია Oniros Film Awards-New York-ის ფესტივალზე მოპოვებულმა ჯილდომ, ნომინაციაში „საუკეთესო პროდიუსერი“, რადგან ეს იყო პირველი პრიზი, რომელმაც გამარჯვება მომიტანა. მადლობა მინდა გადავუხადო კინოაკადემიას და საქართელოს უნივერსიტეტს, რომ მომცა შესაძლებლობა, აქ ჩამებარებინა და მესწავლა. მათ კი, ვინც დაინტერესებულია კინოწარმოებით, ვურჩევ, ჩააბარონ ქართულ-ამერიკულ კინოაკადემიაში, სადაც მათ დახვდებიან პროფესიონალი ლექტორები, კარგი გარემო, შესაბამისი აპარატურა და, რაც მთავარია, ამ კურსის გავლის შემდეგ ექნებათ მრავალფეროვანი პორტფოლიო. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფელების მიერ შექმნილ ფილმებში. რაც  მთავარია, გადაიღებენ საკუთარ საავტორო ფილმს და შესაძლებლობა მიეცემათ, წარადგინონ მსოფლიოს სხვადასხვა საუკეთესო ფესტივალზე“, – გვიყვება სოფო ბერიშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის კინოწარმოების სამთვიან სასერთიფიკატო კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ესტუმროთ აღნიშნულ ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

Cheetos-მა დიზაინერებს შრიფტი დასვრილი ხელებით შეაქმნევინა

როგორ წარვმართოთ მარკეტინგული და სარეკლამო ხარჯები ეფექტურად