in

თბილისში ინტერიერის შოურუმი ქართული ავეჯის ანდერგაუნდი გაიხსნა

გალაქტიონ ტაბიძის 3/5-ში, ოთხი სხვადასხვა კომპანიის ერთობლივი ძალებით, ავეჯისა და ინტერიერის დეკორის გალერეა-შოურუმი გაიხსნა. აქ მისულ მყიდველებს დახვდებათ ეკოლოგიურად სუფთა ავეჯი და ინტერიერის სხვადასხვა დეტალი, რომლებიც მთლიანად საქართველოშია დამზადებული. შოურუმში 16 ქართული კომპანიის პროდუქცია გაიყიდება. ყველა ამ კომპანიას ინტერიერის დიზაინი და ის ფაქტი აერთიანებს, რომ ისინი თავიანთ პროდუქტს საქართველოში ამზადებენ. როგორც ავეჯის ანდერგრაუნდში ამბობენ, ყველა კომპანიას თავისი ფასების პოლიტიკა აქვს და მათი დიდი რაოდენობა იძლევა საშუალებას, რომ მაღაზიამ ნებისმიერი ტიპის მყიდველი დააკმაყოფილოს.

BOG
BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/undergroundtabidze/videos/1110165312417663/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]

 

M: რატომ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა ავეჯი და დეკორაციები თქვენთან?

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ყველაფერი ქართულია. ამასთან, ჩვენი შოურუმი აძლევს მყიდველებს საშუალებას მოვიდნენ და ჩვენს დიზაინერებს თავიანთი გემოვნებით შეაქმნევინონ სასურველი ინტერიერის დიზაინი და ავეჯი. მსგავსი რამ იმპორტული ავეჯის მაღაზიაში შეუძლებელია. კიდევ არის ის ფაქტორი, რომ ჯერ-ჯერობით ფართო წარმოება არ აქვს არცერთ კომპანიას და შესაბამისად, მათი პროდუქცია სრულიად გნსხვავებულია და რაოდენობრივად შეზღუდულია, ამიტომ, თუ ვინმეს უნდა, რომ გამორჩეული, განსხვავებული ინტერიერი ჰქონდეს, ჩვენთან უნდა შეიძინოს პროდუქცია.

M: რა მასალისგან მზადდება თქვენი ავეჯი?

მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ჩვენს გალერეაშია წარმოდგენილი, სახელად Frisk Style, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოძიებული ძველი მასიური ხისგან ამზადებს თავის ავეჯს, რომელიც შემდეგ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებით მუშავდება, მაგალითად, ცვილითა და მცენარეული ზეთებით.

M: როგორ დაიწყეთ გალერეის კეთება?

თავიდან სულ ოთხი კომპანია ვიყავით – Frisk Style, LUKAS INDUSTRIES, Hooda და Knitdecor.ge. დაახლოებით ორი თვეა, რაც მუშაობს გალერეა და ამ დროის განმავლობაში, 12 კომპანია დაგვემატა.

M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

პირველ რიგში, გვინდა, რომ ხალხმა გაგვიცნოს და ჩვენი წარმოება გავზარდოთ. უფრო შორეულ პერსპექტივაში, სურვილი გვაქვს, რომ გალერეაში გავაკეთოთ სამუშაო სივრცე, სადაც ინტერიერის დიზაინერები, არქიტექტორები და სხვა პროფესიის ადამიანები მოვლენ და შეძლებენ იქ მუშაობას, ჩვენს დიზაინერებთან ერთად.

აუდიოტექნიკის კომპანია Sennheiser-ის ახალი ლოგო

დრო, როცა შექსპირი და დიკენსი მოდიან სტუმრად – პრინტ კამპანია წიგნების პოპულარიზაციისთვის