3
Dec
2014

ქართული ბრენდები კონკურენტის ფერებში! – ექსკლუზივი მარკეტერზე

3 Dec 2014

ფერებს სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგ. შავი ფერი ევროპის რიგ ქვეყნებში გლოვასთან ასოცირდება, აღმოსავლურ კულტურაში კი თეთრი ასრულებს იგივე როლს. ირანში იასამნისფერი ყველაზე საყვარელი ფერია მაშინ, როდესაც ევროპასა და ამერიკაში დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს, განსაკუთრებით ინტელექტუალთა და ხელოვანთა შორის. ფსიქოლოგიური ტესტები კი აჩვენებს, რომ 75% ბავშვებისა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან სქესობრივად ჩამოყალიბებულნი, ირჩევენ იასამნისფერს.

თუმცა ფერების აღქმა მოიცავს რიგ ნიუანსებს, რომლებიც საერთოა ნებისმიერი კულტურის წარმომადგენლისთვის (წითელი ფერის დანახვა გულის რიტმზეც კი მოქმედზებს, მაშინ როდესაც მწვანეს დამამშვიდებლის ეფექტი აქვს და ა.შ.)

ასე თუ ისე, ფერი არის ის, რასაც ადამიანი სწრაფად აღიქვამს. შესაბამისად მისი სწორი გამოყენება კომუნიკაციაში შეუცვლელი იარაღია.

მარკეტინგსა და რეკლამაში კორპორატიული ფერის ძალა და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ, ნათლად რომ დავინახოთ, გთავაზობთ რამოდენიმე ქართული ბრენდის ლოგოებს შესრულებულს კონკურენტის ფერებში.

ჯეოსელი – მაგთი

01 - Geocell VS Magti

საქართველოს ბანკი – თიბისი ბანკი

02 - BOG VS TBC

კავკასუს ონლაინი – სილქნეტი

03 - Caucasus-VS Silknet

GPIH – ალდაგი

04 - GPIH VS Aldagi

სმარტი – გუდვილი

05 - Smart VS Goodwill

 

ავტორი: ირაკლი დოლიძე. ექსკლუზიურად მარკეტერისთვის



განხილვა