16
Dec
2016

ქართულ ბაზარზე მორგებული პირველი ციფრული ანალიტიკის პლატფორმა – Metric.ge

16 Dec 2016

ტატო ნორაკიძე

Metric.ge პირველი ქართული ინტერნეტ პლატფორმაა, რომელიც ციფრული ანალიტიკისა და მარკეტინგული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. რეიტინგული სისტემის გარდა, პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, აღვნუსხოთ სოციალური მედიის სტატისტიკა, დავგეგმოთ ეფექტური მედია აქტივობა, დინამიურად ვმართოთ ბანერული რეკლამა და ა.შ. რისთვის შეიქმნა Metric.ge, რა და რა უპირატესობა აქვს ბევრი ინფორმაციის თავმოყრასა და ანალიზს ერთ სივრცეში, იდეის ავტორი ტატო ნორაკიძე გიამბობთ.

M: რას არის Metric.ge და რამ განაპირობა მისი შექმნის აუცილებლობა?

Metric.ge არის პირველი ქართული და კონკრეტულად, ადგილობრივ ბაზარზე მორგებული ციფრული ანალიტიკისა და სხვადასხვა მარკეტინგული ინსტრუმენტების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ინტერნეტ და სოციალური მედიის სტატისტიკას, მედია დაგეგმარებას, ბანერების გენერატორს, ონლაინ აუქციონებს, ექსკლუზიურ შეთავაზებასა და სხვა ხელსაწყოებს.

რეალურად რომ შევხედოთ, ქართულ ბაზარზე არ არსებობდა ისეთი სივრცე, სადაც შესაძლებელი იყო ციფრული კამპანიის ეფექტურად დაგეგმვა, შეფასება და მონიტორინგი ერთდროულად.

M: რა არის პლატფორმის მიზანი და რა მარკეტინგულ ინსტრუმენტებს აერთიანებს?

პლატფორმის მთავარი მიზანია, გააჯანსაღოს გარემო ბაზარზე და  შეუქმნას კომფორტი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Metric.ge აერთიანებს ბევრ სასარგებლო მარკეტინგულ ინსტრუმენტს, როგორებიცაა:

რეიტინგები: Metric.ge-ს საიტების ანალიტიკა ქმნის საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმებიდან შეგროვებული ინფორმაციისა და ადგილობრივ ბაზარზე განხორციელებული სარეკლამო კამპანიების შედეგების გაანალიზებით მიღებული ინფორმაციის სინთეზს, რომელიც დაეხმარებათ ციფრული მარკეტინგის სფეროში მოღვაწე მენეჯერებს სწორად დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ საკუთარი მარკეტინგული აქტივობები. გარდა ამისა, Metric.ge არის ერთადერთი ქართული პლატფორმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვიძიოთ ანალიტიკა კორპორატიურლი ვებგვერდების შესახებ.

სოციალური მედიის სტატისტიკა: ვინაიდან სოციალური მედია წამყვან როლს თამაშობს ბრენდების კომუნიკაციაში, მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველაზე პოპულარული გვერდების სტატისტიკას, სფეროების მიხედვით.

მედია დაგეგმარება: ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მარკეტინგის მენეჯერებს შექმნან კონტენტ კალენდარი და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების თაიმლაინს.

ბანერების გენერატორი: ბანერების გენერატორი ცვლის რეკლამის განმთავსებელ საიტებთან ურთიერთობის ფორმას, შესაბამისად, აღარ მოგვიწევს ბანერების და გადასასვლელი ლინკის ცალკე-ცალკე გაგზავნა და აღარ შეიქმნება ის უხერხული მომენტი, როდესაც ყიდულობდით გარკვეული რაოდენობის ჩვენებებს და რეალურად არ ვიცოდით, აქიდან რამდენი სრულდებოდა. პროცესი შემდეგნაირია: ge-ს მომხმარებელი, რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ქმნის ინდივიდუალურ ლინკს, რომელსაც უგზავნის განმთავსებელს და ხელსაწყო რეალურ დროში ზომავს ჩვენებებისა და გადმოსვლების რაოდენობას. ცვილებების შეტანა მომხმარებელს საკუთარ კაბინეტშივე შეეძლება, განმთავსებელ საიტთან ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე.

ექსკლუზიური შეთავაზებები და ონლაინ აუქციონი: პირველად საქართველოში, Metric.ge სთავაზობს მომხმარებლებს, ონლაინ აუქციონის საშუალებით, შეიძინონ სხვადასხვა ციფრული და გარე განთავსებები ექსკლუზიურ ფასებად, იქნება ეს ქართული ტოპ-გვერდების საბანერო განთავსებები, აუთდორ ბილბორდები თუ მონიტორები. გარდა ამისა, Metric.ge-ს პრემიუმ პაკეტის  მომხმარებლები ისარგებლებენ უპრეცედენტო ფასდაკლებებით სხავდასხვა ტოპ სარეკლამო განთავსებებზე.

იდეების ჰაბი: სივრე, სადაც საკუთარი იდეა შეგიძლია გააცნო კონკრეტული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს და რეალური დაინტერესებისა და დაფინანსების შემთხვევაში – განახორციელო პროექტი.

M: რა არის პლატფორმის უპირატესობა?

Metric.ge-ს უპირატესობა არის ბევრი ინფორმაციის ანალიზი და ყველაფრის თავმოყრა ერთ სივრცეში, რომელიც დამატებით კომფორტსა და მოქნილობას სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პლატფორმას ექნება სამი მიმართულება:

  • იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უბრალოდ ვიზიტორები არიან და იყენებენ ანალიტიკას
  • LinkedIN-ით ავტორიზებული მომხმარებლები, რომლებსაც მიუვათ ექსკლუზიური შეთავაზებები
  • პრემიუმ პაკეტის მომხმარებლები, რომლებიც საკუთარ კაბინეტში შეძლებენ უნიკალური ხელსაწყოების გამოყენებას და კამპანიების ეფექტურად დაგეგმას, განთავსებასა და შეფასებას.

M: როგორია Metric.ge-ს განვითარების გეგმა?

პირველ რიგში, გვსურს განვავითაროთ ციფრული მარკეტინგის სფერო და სხვა დონეზე ავიყვანოთ ანალიტიკის ნაწილი. სამომავლოდ, ვგეგმავთ ძალიან ბევრი საინტერესო ფუნქციის დამატებას და რამოდენიმე ქვეყანაში ექსკლუზიურად შესვლას.

განხილვა