საქართველოს საელჩომ იაპონიაში ქართული ეროვნული სამოსის პოპულარიზებისათვის ახალი კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერ მსურველს შეეძლება საელჩოდან ქართული ჩოხა და სხვა სამოსი გარკვეული ვადით ითხოვოს.
როგორც იაპონიაში საქართველოს საელჩოს FB-გვერდზე ვკითხულობთ, აღნიშნული შეთავაზებით საკმაოდ დაინტერესდნენ იაპონელები, რაც თავისთავად, კიდევ მეტად ზრდის, მათი მხრიდან, ქართული კულტურისადმი ინტერესს.