in

ქართული ორგანული ღვინო და ჩაი მსოფლიოში წამყვან სავაჭრო გამოფენაზე!

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, ქართული ორგანული ღვინისა და ჩაის ცნობადობა  მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო იზრდება.

BIOFACH – ორგანული პროდუქტების მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო გამოფენა.   ადგილი, სადაც საერთო მიზნის ირგვლივ მთელი მსოფლიო ერთიანდება და მდგრადი მომავლის განვითარებისკენ გეგმებს ისახავენ, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებებს და ქმნიან სამომავლო ბიზნეს კავშირებს. BIOFACH-ი არ არის მხოლოდ გამოფენა, არამედ აქ ტარდება ტრენინგები, სემინარები, სადაც ხდება ზუსტად იმ ახალი ინფორმაციის მიღება და ახალი გამოცდილების გაზიარება, რაც ბიო მეურნეობის განვითარებისთვისაა საჭირო.

„ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია გაერთიანდა ქართული ბიო წარმოების ხელშეწყობისთვის და მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენის – BIOFACH 2023 -ზე ქართული ორგანული ღვინის და ჩაის წარსადგენად. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ერთობლივ საქმეში ჩართულები არიან სხვა ქართველი პარტნიორები და ასოციაციები, რომელიც ერთიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის წინაპირობაა”, – ამბობს დევიდ მუკენჰუბერი, ავსტრიის განვიტარების სააგენტოს ვენის ოფისის საერთაშორისო პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს აქვს თითქმის ყველა პირობა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზრისთვის მისაღები პროდუქცია აწარმოოს.

„საქართველოში ბიო პროდუქტების წარმოებისთვის არაჩვეულებრივი გარემოა. აქ არის შესაბამისი ნიადაგი, სათანადო კლიმატი, მრავალფეროვანი კულტურული ჯიშები და თითქმის ყველა პირობა, წარმატებული ორგანული წარმოებისთვის. გარდა ამისა, ორგანულ მეურნეობას უამრავი სარგებელი მოაქვს გარემოსთვის, ცხოველთა კეთილდღეობისთვის, სოფლად მცხოვრებთათვის და ჩვენი კვების სისტემის მოქნილობისთვის. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ქართველ ფერმერებს, რომ მიაღწიონ ევროკავშირის ორგანული წარმოების სტანდარტებს და თავიანთი მაღალი ხარისხის პროდუქცია ევროკავშირის ორგანულ ბაზარზე გაიტანონ, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელი, დომინიკ პაპენჰაიმი.

დღეს საქართველოს შეუძლია ევროპის ბაზარზე ექსპორტის წილი გაზარდოს.  აღნიშნულ პროცესს კი,  საერთაშორისო გამოფენებზე ქართველი მეწარმეების და განსაკუთრებით ბიო მეწარმეების მონაწილეობა შეუწყობს ხელს.

„მნიშვნელოვანია ყოველი ვიზიტორი რომელიც მოდის, რომ მათ ჩვენ გავაცნოთ, კარგად ავუხსნათ, დავაგემოვნებინოთ ჩვენი პროდუქტი და შანსი მივცეთ ფერმერებს რომ მათი ბიო პროდუქცია იყოს წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე“, – ამბობს ბიო მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ პროგრამის ხელმძღვანელი თამაზ დუნდუა.

ბიოფახის გამოფენაზე მონაწილეობამ ქართველი ბიო ღვინოს და ჩაის მწარმოებლებს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა ევროკავშირის და საერთაშორისო ბიო ბაზარზე.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსპექტივა, წარვადგინოთ როგორც ჩვენი ბიო პროდუქცია, ასევე გავიცნოთ პარტნიორები, საცალოც მოვაჭრეები, ბითუმად მოვაჭრეები და თვალყური ვადევნოთ ახალ ტრენდებს“, – გვიყვება საქართველოს მთის ჩაის ასოციიაციის წევრი მინდია ძნელაძე.

წლევანდელი BIOFACH-ის გამოფენა, განსაკუთრებით შედეგიანი და საინტერესო იყო ქართული კომპანია „გეოფლაუერსისთვის”.

„განსაკურებული მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ორგანულმა შავმა და მწვანე ჩაიმ და შესაბამისად, რამდენიმე კომპანიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლიდან გაყიდვების მოცულობა 15 %-ით გაიზრდება. ასევე მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დახმარებით, კომპანიამ შეძლო ორგანული პროდუქციის თანამედროვე სტანდარტებით დაფასოება, რამაც ხელი შეუწყო გარემოზე ზრუნვას და მიმდინარე ტენდენციების შესაბამისად ბიზნეს ოპერირებას“, – გვიამბობს „გეოფლაუერსის” დირექტორი გოჩა ძნელაძე.

მსოფლიოში ბიო სექტორი ზრდის ტენდენცია აქტიურია. რაც განპირობებულია ამ სფეროში მიღებული გამოცდილებების გაზიარებით და იმ საჭირო ცოდნის გადაცემით, რაც ბიო პროდუქტების წარმოებას გაზრდის.

„გაკვეულ გამოცდილებას ვიძენთ აქ გამოფენაზე კონტაქტების დამყარებით იმ პოტენციურ კლიენტებთან ან ღვინის ექსპორტიორებთან, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვისაც აინტერესებს საქართველო და ქართული ღვინო, მოლოდინი ის არის, რომ ქართული ღვინის ცნობადობა ამაღლდეს იმ სეგმენტში, რასაც ქვია ულტრა პრემიუმ კლასის ორგანული ღვინოები“, – ამბობს „ხომლის მარნის” დამფუძნებელი თამაზ ომანაძე.

ახალი კონტაქტები, გამოცდილებები და შესაძლებლობები აუცილებელია, რათა გააქტიურდეს და უფრო გაიზარდოს ქართული ბიო წარმოება როგორც შიდა ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის.

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო / პროექტი GRETA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

[პარტნიორის კონტენტი]

Seagate მომხმარებლებს „ვარსკვლავური ომების“ SSD-ს სთავაზობს

რას გვეუბნება ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული ურანის ფოტო?