in

პირველი ქართული კომპანია, რომელმაც Metaverse-ში ბანერი განათავსა

ალიანსი არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ალიანს ცენტროპოლისის, მასშტაბური მულტიფუნქციური პროექტის ბანერი ინოვაციურ მეტა სამყაროში განათავსა.

ინოვაციებისკენ სწრაფვის ამბიციითა და ტენდენციების დანერგვის გამოცდილებით, ალიანსი მუდმივად სთავაზობს საკუთარ ინვესტორებსა და უძრავი ქონების ბაზარს საინტერესო სიახლეებს. ამჯერად, WiFisher-თან და მათ ახალ სტარტაპ Metaviu-სთან კოლაბორაციით, კომპანიამ მეტა რეალობაში გადაინაცვლა.

ალიანსის ეს გადაწყვეტილება საინვესტიციო სეგმენტის გაფართოებასა და უძრავი ქონების ბაზარზე ინოვაციების დანერგვას ემსახურება, რომელიც კომპანიამ კრიპტო მეგობრულობით დაიწყო და აპარტამენტების შეძენა კრიპტოვალუტაშიც გახადა შესაძლებელი.

რადგანაც ახალი პერსპექტივების დაძვრა ალიანსის ბუნებრივი მდგომარეობაა, შესაბამისად, კომპანიაციფრული მიმართულებითაც უამრავ საინტერესო სიახლეს გვიმზადებს, რომელსაც სულ მალე იხილავს როგორც ქართველი, ისე, უცხოური აუდიტორია.

[პარტნიორის კონტენტი]

„აქედან ჩამოსვლას ეხუმრები შენ?!“ – მაგთიკომის რეკლამა

რეგიონებით შთაგონებული საქართველოს ბანკის ბარათების დიზაინი