in

ქართული ყველი, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით იწარმოება

სანებო პრეზიდენტისგან — ქართული ყველის ტრადიციის გაგრძელება

ქართული და ევროპული ტრადიციების სინთეზი, რომელიც დაუვიწყარ გემოს ქმნის – ეს  „სანებოა“, უმაღლესი ხარისხის ყველი. „სანებო“ ქართულ ბაზარზე დამკვიდრდა, როგორც ბრენდი, რომელიც არასდროს ღალატობს ხარისხის ნიშანს და ოჯახის ყველა წევრისთვის თანაბრად უსაფრთხო და სასარგებლო პროდუქტს ქმნის.

„სანებო“ მთელი წლის განმავლობაში მზადდება 100%-ით ქართული ნედლი რძისგან, წარმოების ყველა ეტაპზე მოწმდება ლაბორატორიულად და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება მაღაზიების თაროებზე. შესაბამისად, მომხმარებელი იღებს უმაღლესი ხარისხის, ნატურალურ და სასარგებლო პროდუქტს.

როგორ გრძელდება ქართული ყველის ტრადიცია?

„სანებოს“ ყველი ხუთი ძირითადი სახეობითაა წარმოდგენილი:

  • კლასიკური და შებოლილი სულგუნით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია;
  • ალპურით, რომელიც „სანებოს“ ექსკლუზიური რეცეპტით შექმნილი საუკეთესო ინოვაციაა, ევროპული ყველის გემოთი და სტრუქტურით;
  • ზომიერად მარილიანი ქარხნული ყველით
  • და ყველი იმერულად, რომელიც ბრენდის ბოლო წარმატებული პროდუქტია.

თითოეული მათგანის ფორმულა კვების ტექნოლოგების მიერ არის შემუშავებული. დამზადების პროცესში კი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ავტომატიზებულ საწარმოში მიმდინარეობს. აღნიშნული საწარმო სრულად თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან, რაც პროდუქტის ხარისხსა და მის გემოვნურ თვისებებზე პირდაპირ აისახება. სწორედ ამიტომ სარგებლობს „სანებო“ სანდოობით უკვე 10 წელზე მეტია

„სანებოს“ კლასიკური სულგუნი წლებია, ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ყოველდღიური რაციონის შეუცვლელი პროდუქტია, შებოლილი სულგუნი კი კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის დღესასწაულებსა თუ მეგობრების შეკრებებს ლუდის თანხლებით.

ალპური ყველი თავისი გემოვნური თვისებებით ევროპულს მოგაგონებთ. ის საუკეთესო არჩევანია როგორც ყოველდღიურ რაციონში, ისე ყველის დაფაზე, ჭიქა ღვინის თანხლებით სასიამოვნო საღამოების გასატარებლად. ალპური ყველის რეცეპტი უნიკალურია და აერთიანებს როგორც ქართულ, ისე ევროპულ ტრადიციას, ამიტომ ის მომხმარებლის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია.

ქარხნული ყველი „სანებოს“ ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც სუფრაზე შეუცვლელ ადგილს იკავებს. ის შესანიშნავ კომბინაციას ქმნის ნებისმიერ კერძთან, ხემსთან თუ ღვინოსთან.

„ქართული ყველის ისტორიასა თუ თანამედროვეობაში განსაკუთრებული ადგილი იმერულ ყველს უკავია — გამორჩეულ ყველს, რომელიც ეროვნული კულინარიის, ტრადიციული სუფრისა თუ უბრალოდ ყოველდღიური წახემსების განუყოფელი ნაწილია. ადგილობრივ მომხმარებლებს კი მისი გემოს შეფასება საუკეთესოდ გამოსდით. ამიტომ, როცა ყველის იმერულად დამზადებაზე ვფიქრობდით, ვიცოდით, რომ საპასუხისმგებლო, და ამავდროულად, საამაყო პროდუქტი უნდა შეგვექმნა. ინებეთ კიდევ ერთი სიახლე — ყველი იმერულად President-ისგან“ – აღნიშნავენ „სანებოს“ ბრენდის წარმომადგენლები.

დაარსების დღიდან „სანებო“ ყველის წარმოების ადგილობრივ ტრადიციებს ინოვაციებითა და თანამედროვე ტენდენციებით ამდიდრებს.

[R]

„მომავალი შენია!“ – ულიმიტო დამუხტვა 6 თვის განმავლობაში!

ჟინი ყველაფერს შეგაძლებინებს, მთავარია იპოვო და არსად გაუშვა – ლაშა გურულის გზა ოლიმპიური მედლიდან პროფესიულ რინგამდე