ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში გავრცელებული COVID-19-ის ვირუსის შედეგად უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე. საბედნიეროდ, არაერთი კერძო კომპანია ჩაერთო საერთო საქველმოქმედო აქციაში და მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილი მუდმივად იღებს დახმარებას პირველადი საჭირო პროდუქტების სახით. ამ მხრივ, შედარებით უკეთესი მდგომარეობა საქართველოს დიდ ქალაქებშია, ხოლო რეგიონები ნაკლებად ხვდება საქველმოქმედო აქტივობების ჩამონათვალში.
ამ ვითარების გათვალისწინებით, „ინნ ჯგუფმა“ გადაწყვიტა ქველმოქმედება იმ რეგიონებში განეხორციელებინა, სადაც მისი სასტუმროებია განთავსებული. შესაბამისად, ქსელის ორმა სასტუმრომ „გუდაური ინნ“-მა და „ბაკურიანი ინნ“-მა ყაზბეგისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების 160 ოჯახს ერთი თვის მარაგი პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=515428006010578″ width=”720″ height=”480″ onlyvideo=”1″]
აქციაში, ასევე ჩართულია თბილისში მდებარე სასტუმროები „ივერია ინნ“ და „როიალ ინნ“. სასტუმროების მფლობელთა გადაწყვეტილებით, ვარკეთილისა და ჩუღურეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი 160-ზე მეტი ოჯახი პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს მიიღებს.
კომპანია „ინნ ჯგუფი“ ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პირველივე ეტაპიდან გვერდში უდგას მთავრობას ვირუსით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის დაძლევაში. აღსანიშნავია, რომ „ინნ ჯგუფის“ ოთხივე სასტუმრო, თვეზე მეტია საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული და მასპინძლობს სტუმრებს იზოლაციისთვის.
კომპანია აცნობიერებს ქვეყანაში არსებულ რთულ გამოწვევებს და მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს მთავრობის ინიციატივებს და განახორციელებს საქველმოქმედო აქციებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
[R]