in

მარწყვი, რომელსაც ანანასის გემო და სუნი აქვს! – ფერმერ გიორგი ლაცაბიძის სამეცნიერო-სელექციური მუშაობის შედეგი

„მინდა, ძალიან სასიამოვნო ამბავი გაცნობოთ, ჩემი 5 წლიანი სამეცნიერო-სელექციური მუშაობს შედეგად, მივიღე რამდენიმე ძალიან პერსპექტიული და განსხვავებული მარწყვის ჯიში. აღნიშნული ჯიშები დარეგისტრირდება, როგორც ქართული სელექციით მიღებული ჯიშები“, – ფერმერი, გიორგი ლაცაბიძე

თელავში, სოფელ კისისხევში გიორგი ლაცაბიძემ მარწყვის ქართული სელექციით მიღებული ჯიში გამოიყვანა, მეუღლის საპატივსაცემოდ შერჩეული სახელით – „მარიანასი“, ანანასის გემოთი და სუნით:

პირველი ჯიში, რომელსაც სახელიც დავარქვი და 2 წელია, რაც გამოცდის ქვეშ მყავს, უჩვეულო თვისებით გამოირჩევა, რაც ვფიქრობ, საქართველოს სახელმწიფოსთვის მრავალმხრივ პერსპექტიული იქნება. აღნიშნული ჯიში არის დღის ხანგრძლივობის მიმართ ნეიტრალური და ასევე, გამოირჩევა იმითაც, რომ შეუსვენებლად იძლევა ნაყოფს, მუდმივად ივითარებს კოკრებს და მოსავალს უწყვეტად გვაძლევს. ასევე, არის მსხვილი, წითელი შეფერილობის, მკვრივი ე.გ. ტრანსპორტაბელური, ძალიან ლამაზი კონუსური ფორმის და არის ძალიან ტკბილი. მთავარი თვისება, რაც მას ახასიათებს და მარწყვის სხვა ჯიშებისგან გამოარჩევს, ის არის, რომ ერთი ერთში აქვს ანანასის გემოც და სუნიც. მინდა, აქვე აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ანანასზე გაცილებით გემრიელი და ტკბილია.  

გიორგი ლაცაბიძის თქმით, მარწყვის ახალი ჯიშის გამოყვანის დროს არ გამოუყენებია გენური ინჟინერია, ეს ჯიში მიიღო სელექციური მუშაობის წესების დაცვითა და ხელოვნური გადარჩევით.

რა თქმა უნდა, მესმის, რომ ანანასს თავისი განსაკუთრებული ფორმა აქვს და სუფრებზე გამორჩეულ ადგილს იკავებს მისი ფორმისა და სილამაზის გამო, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მისი, გარკვეულწილად, შემცვლელი მარწყვის ჯიში, რომლის წყალობით, მთელი წლის განმავლობაში შეგვეძლება, ვაწარმოოთ ქართული ანანასი, დიდი მიღწევაა სოფლის მეურნეობასა და სამეცნიერო სივრცეში. თუმცა, რეალური მიღწევა მაშინ იქნება, როცა მისი ბაღები გაშენდება და მყიდველი მოსახლეობაც პოზიტიურად შეხვდება მას, – გიორგი ლაცაბიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფერმერი, გიორგი ლაცაბიძე მარკეტერის ფოკუსში, ჯერ კიდევ, 2 წლის წინ მოხვდა, როცა 23 წლისამ, კახეთში, სოფელ კისისხევში ამერიკული ჯიშის გიგანტური მაყვლის – სრულიად უეკლო, ძალიან არომატული, ტკბილი და გემრიელი პლანტაცია გააშენა და ოჯახთან ერთად დაიწყო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა. მარკეტერი მუშაობს, მოგვიანებით, შემოგთავაზოთ გიორგი ლაცაბიძის კომენტარი მარწყვის ქართული სელექციით მიღებული ჯიშის დეტალებზე.

Infinit-ის ახალი მოდელის, Prototype 10-ის კონცეპტი

Coca-Cola, შაქრითაც და უშაქროდაც, გემრიელია!