in ,

მე ვარ ქართული წითელი! ღვინის ახალი ბრენდი, რომელზეც დიზაინ სტუდია Kollektiv-მა იმუშავა

“წითელი ქართული” საექსპორტო ღვინოა საქართველოდან, რომელიც სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის შეიქმნა. ეს არის ღვინის მიერ პირველ პირში მოყოლილი ისტორია, რომელიც რეალურად ქართული ღვინის ისტორიას გვიამბობს. “წითელი ქართულის”  ბრენდინგზე დიზაინ სტუდია Kollektiv-მა იმუშავა. როგორც კონცეფციის ავტორმა ბუბა რადიანმა გვიამბო: “ქართული წითელი” ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება და იგი სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის არის განკუთვნილი. გარკვეულ რაოდენობას ქართველი მომხმარებელიც დააგემოვნებს. მწარმოებელი ენოლოგი დავით მაჭავარიანია სწორედ მასთან ერთად ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობის შედეგად მისივე წამოწყება რეალობად ვაქციეთ. ნეიმინგი, პოზიციონირება, ისტორია, ვიზუალური სტილი  ეს არის ღვინის მიერ პირველ პირში მოყოლილი ისტორია რომელიც რეალურად ქართული ღვინის ისტორიაა.”

bog
bog-mob

აი, რას გვიყვება “წითელი ქართული”: “გამარჯობა. მე ვარ ღვინო საქართველოდან. ქვეყნიდან, რომელსაც მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების 7000 წლიანი ისტორია აქვს. 7000 წელი მართლაც შთამბეჭდავად ჟღერს. შესაბამისად, ვხვდები, რაც გაივლეთ თავში და გეთანხმებით, მე საკმაოდ ხანში შესული ვარ. ასევე ლოგიკური იქნება, თუ იკითხავთ, რა დანიშნულება მაქვს მე დღეს, 21-ე საუკუნეში და როგორ მოვაღწიე დღემდე, საუკუნემდე, რომელიც აღსავსეა, ინოვაციებით. საუკუნემდე, რომელსაც მუდმივი სიახლის წყურვილი გააჩნია და წამითაც არ აპირებს გაჩერებას. მე კი მარტივად გიპასუხებთ: ჩემ შემთხვევაში დრო ჩემს სასარგებლოდ მუშაობს! რადგან თავს გადახდენილი სიძნელეები სიმტკიცეს მმატებდა, სიმტკიცე – ძალას, ძალა -შრომისმოყვარეობას, შრომისმოყვარეობა კი – მუდმივი განვითარების სურვილს! სურვილს, რომელმაც მე დღემდე მომიყვანა და ის თვისებები შემძინა, რომლითაც მე დანარჩენებისაგან გამოვირჩევი და რომელსაც ბევრი განუმეორებელს, ორიგინალურს და არომატულს უწოდებს. დღეს მე თქვენს წინაშე სრულიად ახალგაზრდა და ენერგიით აღსავსე ვარ. ჩემი გემო, ფერი, ფაქიზი არომატი და ბუკეტი თავდაუზოგავი შრომის, გამოცდილების და ჩემი დაყენების უნიკალური  მეთოდის შედეგია. ეს კი უკვე იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც მე შემქმნეს და რომელთაც ჩვენ მევენახეს და მეღვინეს ვუწოდებთ. ცნობისთვის, პირველი ვაზს უვლის და ახარებს, მეორე კი ღვინოს ამზადებს. სწორედ ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ ერთმანეთის გაცნობის საშუალება. ეს წამი, წუთი, საათი ჩვენს შორის ურთიერთობის საწყისი და ისტორიის გაგრძელებაა…  გამარჯობა, მე ვარ ქართული წითელი.”

Formula 118 – ახალი ავტოსამრეცხაო თბილისში, რომლის ბრენდინგზეც Windfor’s-მა იმუშავა

არქეტიპი – ილია შაყულაშვილის ახალი ქართული ფონტი – მითოლოგიის, რელიგიისა და ხელოვნების საწყისებზე