in , ,

„ქართულია და კარგია“ – სოციალური აქცია ქართული პროდუქტის პოპულარიზაციისთვის

მეწარმეობის განვითარების სააგენტო ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის მსოფლიო სოციალურ აქციას InsideOutProject შეუერთდა. სოციალური აქცია, სახელწოდებით „ქართულია და კარგია“, თბილისის სხვადასხვა ქუჩის კედლებზე პორტრეტების გაკვრით, საზოგადოებას მოუწოდებს შეიძინოს ეროვნული პროდუქცია და ხელი შეუწყოს ქართულ ნაწარმს, ამით კი, ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს წვლილი.

ქართულია და კარგია

სოციალური აქციის „ქართულია და კარგია“ ფარგლებში, ელბაქიძის აღმართისა და კოსტავას ქუჩის კედლებზე, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართული საწარმოების წარმომადგენლების პორტრეტები განთავსდა, მათ მიერ წარმოებულ ქართულ პროდუქციასთან ერთად. კედლებზე გაკრულ პოსტერებზე ასახულია ქართველი დიზაინერებისა და ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლების ფოტოებიც.

აქციის მთავარი გზავნილი „ქართულია და კარგია“ თანამედროვე ქართული წარმოების მაღალ ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას ასახავს. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული ინიციატივის მიზანია, მოქალაქეებმა იგრძნონ სამეწარმეო სულისკვეთება და გაითავისონ, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტითა და შეძენილი ქართული ნაწარმით თითოეული მოქალაქე ქვეყანის წინსვლაზე ზრუნავს.

ქართულია და კარგია

საერთაშორისო პროექტის InsideOutProject  ფარგლებში, საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში უკვე მესამედ მოხვდა. InsideOutProject-ის არსი გლობალური ჩართულობის უზრუნველყოფითა და კონკრეტული გზავნილების გავრცელებით, მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლაა. პროექტი ახალგაზრდა ფრანგი ხელოვანის ჯეი არის წამოწყებულია და თითოეულს აძლევს საშუალებას, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯგუფური აქცია იტვირთება ავტორის გვერდზე, რომელსაც ყოველდღიურად მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს. ონლაინ გამოფენაში მონაწილეობა, საერთო ჯამში, 112 ქვეყნიდან 200 000 ადამიანს აქვს მიღებული და თემატურადაც მრავალფეროვან, კონკრეტული ქვეყნისთვის  აქტუალურ  და მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.

ქართულია და კარგია

საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორი კამპანია, მცოცავი ოკუპაციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის თემებზე განხორციელდა. EyesWideShut მთავარი გზავნილით „ნუ დახუჭავთ თვალებს“ ოკუპაციის ხაზზე დაძაბულობის საპასუხოდ დაიგეგმა, რომელიც საზოგადოებისთვის აქტიური ჩართულობისკენ მოწოდებას ემსახურებოდა. აქციის „მოქალაქეობა პასუხისმგებლობაა“ მიზანს კი, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო პირების პასუხისმგებლობის ამაღლების მნიშვნელობის ხაზგასმა წარმოადგენდა.

ქართულია და კარგია ქართულია და კარგია ქართულია და კარგია ქართულია და კარგია

როგორ გავახანგრძლივოთ სასიამოვნო მომენტები – K-Y-ს მხიარული კამპანია

ინტერვიუ ანდრე აგასისთან: ცხოვრება შრომაა