in

ქართველები Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში გაემგზავრებიან

როგორც უკვე ცნობილია, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოც ემზადება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, პირველად საქართველოში, IT აკადემია STEP-ისა და BTU-ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, „სტეპში“ გაიმართა კრეათონი გრაფიკულ დიზაინში, რომელმაც 3 გამარჯვებული – რეგიონული ჩემპიონები გამოავლინა.

რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, Adobe-ის სერტიფიცირება 30-მა ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა. კრეათონის მონაწილეებს უნდა შეემუშავებინათ პრინტ-ნამუშევრები თემაზე: „ჰაერის დაბინძურება – საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის“. ნამუშევრები კი სპეციალურმა ჟიურიმ რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა.

Adobe Certified Professional World Championship – ეს არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში იმართება. წელს ჩემპიონატში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც წარდგება.

რამდენიმე დღის წინ რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულებმა წარმატებით გაიარეს აშშ-ის ვიზის მიღების ეტაპი და დარჩენილ დროს, უკვე, ჩემპიონატისთვის მზადებას დაუთმობენ.

ღონისძიების ორგანიზატორები – IT აკადემია STEP და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – BTU
პროექტის გენერალური მხარდამჭერი – TBC – თიბისი
ღონისძიების მხარდამჭერები – GITA, Marketer.ge, ACAG, CG Georgia
ღონისძიების ტექნოლოგიური პარტნიორი – Lenovo

[პარტნიორის კონტენტი]

არის თუ არა ეს საბუთი? – ანუ, როგორ შექმნა Greenway-მ ტექინსპექტირების სრულიად ახლებური გამოცდილება

MIT-ის 25 ონლაინ კურსი, რომლებიც უფასოდ შეგიძლიათ გაიაროთ