in

როგორ მოხვდნენ ქართველები House of Disney+-ის რეკლამაში

Disney+-ის კამპანიაში ქართველი მონაწილეები გამოჩნდნენ! დათო ბეკოშვილი, ირმა ლაპიაშვილი და დავით მესხი რეჟისორმა იან პონს ჯუველმა (Ian Pons Jewell) Metro Production-ის კასტინგ დეპარტამენტთან თანამშრომლობის შედეგად შეარჩია. როგორც Metro Production-ში გვიამბეს, რეჟისორმა კამპანიის ქართველი მონაწილეები საკმაოდ ხანგრძლივი ძიებისა და მასშტაბური კასტინგის შედეგად შეარჩია.

Disney+-მა ერთ რეკლამაში „სათამაშოების ისტორიას“, „სიმპსონებსა“ და „მოსიარულე მკვდრებს“ მოუყარა თავი. კამპანია House of Disney+, ენერგიული სიუჟეტითა და კომპიუტერული გრაფიკით, ერთი წუთის განმავლობაში, ერთმანეთს ენაცვლება შთამაგონებელი სათავგადასავლო მომენტები. ფონად კი, ამ ყველაფერს ბილი ფიურის Wondrous Place გასდევს.

ერეკლე დეისაძე – ჩემი ხელოვნების ფუნქციაა, რომ ისტორია გაყალბებას გადაარჩინოს

შეიქმნა დრონი, რომელიც ჰაერში ფორმას იცვლის