in

17 თებერვალს წლის საუკეთესო ქართველი ქოუბერები გამოვლინდებიან!

17 თებერვალს, IMedia Hub-ისა და Coub-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართება 2017 წლის Coub-ის შემაჯამებელი ღონისძიება.

BOG
BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/imediahub/videos/2271221643104626/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება წლის საუკეთესო, ყველაზე სახალისო ქოუბები და გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში:

► საუკეთესო ქართველი ქოუბერი
► საუკეთესო რადიო ქოუბი
► საუკეთესო Mashup
► საუკეთესო ქოუბი ქართულ თემატიკაზე
► საუკეთესო დაუფასებელი ქოუბი
► სპონსორის რჩეული (Menu.ge)

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/imediahub/videos/2268840773342713/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

ნომინაციაში წარდგენილნი იქნებიან ყველაზე პოპულარული ქართველი ქოუბერები, რომელთა Short list-იც უახლოს პერიოდში გახდება ცნობილი. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები და ქოუბის ქანდაკება.

ღონისძიების გენერალური სპონსორია: VEON Georgia. VEON ქართულ ბაზარზე Coub-ს მარკეტინკული აქტივობებისათვისა და სოციალურ მედია არხად იყენებს. ასევე, Menu.ge დაჯილდოებაზე გამოავლენს საკუთარ რჩეულს და გადასცემს სპონსორის პრიზს. კომპანიის მიზანია წაახალისოს ინტერნეტისა და მარტივი აპლიკაციების მომხმარებელი ახალგაზრდები.
საინფორმაციო პარტნიორები: Marketer.ge adjaranet.com Radio Fortuna FM 106,9 CHCHX Productions პირველი არხი

After Party გაიმართება DIVE x Fabrika-ში.

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევის მიღების შემთხვევაში, მოსაწვევის მისაღებად დარეგისტრირდით: http://bit.ly/2ErrqbX

**რეგისტრაციის დროს უპირატესობა მიენიჭებათ ქოუბის აქტიურ მომხარებლებს და რეგისტრაციის თარიღს.

„საქართველოს ბანკის“ კომუნიკაციების დეპარტამენტს თორნიკე ნიკოლაიშვილი უხელმძღვანელებს

„ალტერსოქსის“ #შეცდომები, რომლებიც ბრენდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა