24
May
2017

რას ნიშნავს ქართველი დირიჟორებისთვის #აწყობილიცხოვრება

24 May 2017

ორკესტრი არის ორგანიზმი, რომელიც შეთანხმებულად მოქმედებს, რომლის ყველა წევრსაც საკუთარი, მნიშვნელოვანი როლი აქვს და ფუნქციონირების ყოველ ჯერზე საერთო, შთამბეჭდავი მიზანი – გადმოსცეს მუსიკა. ორკესტრისა და დირიჟორის ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობა ცალსახაა, დირიჟორის პროფესია კი – ბევრი პროფესიისგან განსხვავებული. ყოველთვის ბევრს მსჯელობენ: ფული და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრებაა საჭირო იმისთვის, რომ ბედნიერი იყო, თუ პირიქით – როცა ბედნიერი ხარ, მატერიალური გარემოებები მეორეხარისხოვანია. მაშინ, როდესაც უზრუნველყოფილი ხარ ყოველდღიური საჭიროებებით, გაქვს კომფორტული საცხოვრებელი, გყავს ავტომობილი, გაქვს სტაბილური შემოსავალი, ალბათ, გაცილებით ადვილია იცხოვრო მხოლოდ ხელოვნებისთვის და იშრომო იმდენად, რომ უკვე ამ ხელოვნებით შექმნა საკუთარი მატერიალური და შემოქმედებითი კეთილდღეობა. ყველას ცხოვრებისეული შეხედულება, ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავბეულია. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით აფასებენ ქართველი დირიჟორები #აწყობილცხოვრებას და რამდენია მათ კუთვნილ ბედნიერებაში მატერიალური უზრუნველყოფის წილი.

“აწყობილი ცხოვრებაა ის,  როცა ადამიანი არის ბედნიერი თავის შრომაში და შემოქმედებაში. არაფერი მოგიტანს ბედნიერებას,არც ოჯახი, არც შვილი, თუ როგორც შემოქმედი, როგორც პროფესიონალი არ ხარ რეალიზებული. ალბათ პირველი კონცერტის დროს ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრება ასე ვთქვათ – აეწყო. ეს მოხდა ქუთაისში, ეს იყო  ჩემი პირველი სოლო კონცერტი როგორც დირიჟორის,  ქუთაისის ორკესტრთან ერთად. ვიყავი 23 წლის. მაშინ  ამ ასაკში ძალიან იშვიათი იყო  დირიჟორობა. მახსოვს ის სრულყოფილი ბედნიერების შეგრძნება, წარმოუდგენელი და სასწაული ბედნიერების. მაშინ ვიგრძენი რომ მუსიკისა და დირიჟორობის გარეშე სიცოცხლეს ვერ შევძლებ.”
პოლონეთის ფრედერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიულო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ასევე, თბილისის კონსერვატორიის საოპერო კათერდის გამგე, პროფესორი – გოგი ჭიჭინაძე

გოგი ჭიჭინაძე

“აწყობილი ცხოვრება დირიჟორებთან მიმართებაში არ არის ტრადიციული გაგებით  – აწყობილი ცხოვრება. დირიჟორისთვის ის ნიშნავს სისტემატიურად მუსიკით დაკავებას. აწყობილი ცხოვრება არის ის, როცა მაქსიმალურად შეგიძლია შენი თავის რეალიზება და აკეთებ შენს საყვარელ საქმეს. ჩვენი პროფესია განსხვავდება სხვა პროფესიებისგან რადგან ძალიან შრომატევადია, საჭიროა ყველა იმ თვისების გაერთიანება რაც შტურვალთან ადამიანს სჭირდება და ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური მონაცემები. აწყობილ ცხოვრებაზე მაშინ ვიფიქრე, როცა ძალიან სერიოზული კონცერტის – ფილმის მუსიკის საღამოს დირიჟორობა მომიხდა. ის მთავარ ტელევიზიაში გადაიცა და მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ეს იყო 2015 წელს. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო 2016 წელი, როცა თბილისში “აიდა” ვიდირიჟორე, ყველაზე ახალგაზრდა ქართველმა დირიჟორმა. ამის შემდეგ, ჩემი, როგორც შემდგარი ხელოვანის ცხოვრება დაიწყო.”
დავით კინწურაშვილი – ოპერის თეატრის დირიჟორი, კონსერვატორიის ლექტორი

დავით კინწურაშვილი

“ის ყოფა, რასაც შენ აუწყობელ ცხოვრებას არქმევ, სხვისთვის შეიძლება ოცნება იყოს. ამიტომ აწყობილი ცხოვრების ცნება ფარდობითია. თუ აწყობილ ცხოვრებაში კარიერულ წარმატებას ვიგულისხმებთ, მაშინ გამიჭირდება ამის ახსნა, რადგანაც არც კარგი და არც ცუდი გაგებით კარიერისტი არასდროს ვყოფილვარ, მაქვს დასახული მიზნები, ძირითადად საქართველოსთან მიმართებაში და ვცდილობ მათ მიღწევას. ამ მიზნებში კი ჩემი პირადი კეთილდღეობა და “თავის გამოჩენა” ფაქტობრივად ნულის ტოლია. დარწმუნებული ვარ, რომ გაკეთებული საქმე და დრო თავისით შეაფასებს ყველას ნამუშევარს და მიუჩენს სათანადო ადგილს. ჯანმრთელობის ფასი კი არაფერია. ამიტომ აწყობილი ცხოვრება, პირველ რიგში, ჯანმრთელობასთან ასოცირდება.
ყველაზე დასამახსოვრებელი 2011 თუ 2012 წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ როიალისა და სიმებიანი ინსტრუმენტის შეძენა იყო. ეს ჩვენი იქ ჩასვლის და კლასიკური მუსიკის გაცოცხლების შედეგი იყო, რომელსაც ყოველწლიურად, ხშირად ჩვენივე ხარჯებით ვაკეთებდით. ძალიან გაგვიჭირდება საქართველოში ასეთივე რეგიონის დასახელება, სადაც მუნიციპალიტეტმა, თავისი სახსრებით (მთავრობის დახმარების გარეშე) შეიძინა ახალი ინსტრუმენტები პატარა მუსიკოსებისთვის. ამიტომაც, თავად ეს ფაქტი იყო ჩემთვის შთამაგონებელი და დამამტკიცებელი იმისა, რომ უანგარო მუშაობას, სასარგებლო მიზნებისთვის ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. 2009 წლიდან ყოველ წელს ვატარებ ჩასაბერ საკრავთა ფესტივალს.”
ლევან ცხადაძე – კლარნეტისტი/დირიჟორი

ლევან ცხადაძე

 

მირიან ხუხუნაიშვილი

“აწყობილი ცხოვრება, ალბათ, არ არსებობს. სხვების ცხოვრება გვეჩვენება ხოლმე აწყობილად. მათ რომ ვკითხოთ, სხვისკენ გაიშვერენ ხელს. ალბათ, უფრო მაშინაა აწყობილი ცხოვრება, როცა რეალიზებული ხარ, გყავს საყვარელი ადამიანი გვერდით და ყველა შენი ახლობელი ბედნიერია. 2 წლის წინ,
ოქტომბერში, დამირეკა ნაცნობმა და შემომთავაზა ჩამეტარებინა თელავის ფესტივალის გახსნის კონცერტის რეპეტიცია. (დირიჟორი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდა დაგეგმილ დროს). ეს მოხდა რეპეტიციამდე ერთი დღით ადრე. მომიწია ერთ დღეში იმ პროგრამის სწავლა, რომელიც უნდა მედირიჟორა და წავედი, გავრისკე. შედეგად, მოხდა ის, რაზეც ვოცნებობდი. რეპეტიციის შემდეგ ქალბატონმა ელისო ვირსალაძემ შემომთავაზა მედირიჟორა შემდეგი წლის ფესტივალის დახურვაზე, სადაც თვითნ დაუკრავდა.  პირველი პროფესიული კონცერტი 22 წლის ასაკში ჩავატარე – ორგანიზება გავუკეთე ორკესტრს და ვიდირიჟორე ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტზე, ფილარმონიაში, 2012 წლის იანვარს.
მირიან ხუხუნაიშვილი – კრაკოვის მუსიკის აკადემიის დოქტორანტურის სტუდენტი.

 

“აწყობილი ცხოვრება – ეს იქნებოდა სხვადასხვა, გამოჩენილ და განსაკუთრებულ ორკესტრებთან ყოველდღიური მუშაობა და კონცერტები სხვადასხვა ქვეყანაში. საზღვარგარეთ საუკეთესო ორკესტრებთან კარიერის გახსნის შემთხვევაში და მათთან მუშაობის შესაძლებლობის გაჩენისას, ვიტყოდი, რომ აწყობილი ცხოვრება მექნებოდა.
თბილისის ოპერის თეატრში ჯან ლუკა მარჩიანოს რეპეტიციებზე დასწრების უფლება ავიღე, ერთ წელიწადში მის ასისტენტად ამიყვანეს, 2014 წლის ბოლოს ოპერის თეატრში ამიყვანეს დირიჟორად, ამჟამადაც აქ ვარ. ნინო ანანიაშვილის პროდუქციები ვიდირიჟორე, მისი 30 წლის იუბილე სცენაზე.”
კახი სოლომნიშვილი – ოპერის თეატრის დირიჟორი

კახი სოლომნიშვილი

შემოქმედებითი ცხოვრება ყოველდღიურობაზე ფიქრის გარეშეც არის შესაძლებელი. ჩაერთე სესხების და ანაბრების გათამაშებაში და აიწყე ცხოვრება www.terabank.ge/ge/aitske-tskhovreba  #აწყობილიცხოვრება.

 

განხილვა