8
May
2018

KaTya.Z „დამზადებულია საფრანგეთში“ – ქართველი დიზაინერის პირველი კოლექცია „საქართvélo“

8 May 2018

Startauperi
Startauperi


საქართ🚲 საფრანგეთში მოღვაწე მოდის ქართველი დიზაინერის, ხატია ზურაბაულის, იგივე KaTya.Z -ს პირველი კოლექციის თემაა, რომელიც ავტორისთვის საყვარელი ქვეყნების – საქართველოსა და საფრანგეთის – სინთეზის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა: „vélo ფრანგულად ველოსიპედს ნიშნავს, სიტყვის ეს შემადგენლობა საშუალებას მაძლევდა, რომ გამეკეთებინა ილუსტრაციები ველოსიპედის გამოყენებით“, – ხატია ზურაბაული.ხატიამ, სწავლის პერიოდში, გაიარა სტაჟირება ჯერ Dior Haute Couture-ის მოდის სახლში სწორედ იმ დროს, როცა კრეატიული დირექტორი იყო რაფ სიმონსი, ბელგიელი დიზაინერი, რომელმაც საკუთარი ხაზი 1995 წლიდან შექმნა. შემდეგ კი, ფრანგულ ბრენდ ZAPA-ს მოდის სახლში. „ასევე, გავიმარჯვე რამდენიმე  კონკურსში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლდათ პარიზის ბეწვის ფედერაციის მიერ ორგანიზებული კონკურსი. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემუშავა და შემექმნა საკუთარი ხაზი KaTya.Z “, – ხატია ზურაბაული.

KaTya.Z-ის პირველი კოლექცია იყოფა ორ ხაზად, რომელთა წარმოებაც ხდება საფრანგეთში, რაც თავის მხრივ, აძლევს უფლებას, მაისურზე მიუთითოს “made in france“.ხატია ზურაბაული: „l ხაზის მაისურები შეკერილია პარიზში. გამოყენებული მაქვს აბრეშუმი და მაღალი ხარისხის ქსოვილები, ილუსტრაციებიც დაბეჭდილია ქსოვილზე პარიზში სპეციალური ტექნიკით; რაც შეეხება ll ხაზს, გახლავთ 100%-იანი ორგანული კოტონის ქალისა და მამაკაცის მაისურები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებ ქსოვილების ხარისხს, მაისურის ჭრასა და დგომას“.
KaTya.Z-ის კოლექციის ძირითადი ნაწილი საფრანგეთში გაიყიდა, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, კანადასა და საქართველოში. თუმცა, მომხმარებელი, უმეტესწილად, ქართველია. ამჟამად, ხატია მუშაობს მაისურების ახალ კოლექციაზე და აპირებს საბავშვო ხაზის დამატებას.

განხილვა