in ,

ქართველი დიზაინერი – Wer Michèlle-ის ბალიშები უკვე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ხელმისაწვდომია !

Startauperi
Startauperi

ქართველი დიზაინერმა Wer Michèlle-მ ბალიშების ხაზი გამოუშვა, რისი საშუალებითაც საკუთარი არტი უფრო გამოყენებადი გახადა.  მისი ბალიშების შეძენა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. დეტალური ინფორმაციისთვის, მარკეტერი Wer Michèlle -ს ესაუბრა.

11

M:  როგორ გაჩნდა ბალიშების შეკერვის იდეა?

ყოველთვის მინდოდა ჩემი არტების რეპროდუქცია, უბრალოდ მხოლოდ საპოსტერო ფორმატი არ მომწონდა, მინდოდა უფრო განსხვავებული და გამოყენებადი ყოფილიყო.

პირველად მქონდა ჩემი გვერდი society6.com­ -ზე, სადაც ბალიშების განყოფილება ყველაზე მეტად მომწონდა, თუმცა ბევრი ისეთი დეტალი აქვს იმ საიტს, რომ არ მაწყობდა. თუნდაც ის, რომ როდესაც იკერება შენი დიზაინით ბალიში, ანუ გამოწერა ხდება იმ მაღაზიიდან, ზედ თავიანთ ლოგოს ასვამენ (თან ძალიან უშნოდ) და კიდევ სხვა საკითხები, რაც ცდებოდა ჩემს გემოვნებას და სურვილებს.

ბალიშების მაღაზიის გაკეთებამდე, ჩემი დიზაინით რამდენიმე მაისური გავაკეთე და საიმიჯო ფოტოებიც გადავიღე. სხვათაშორის, ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, იმ გაგებით რომ ყველა მაისური გაიყიდა. თუმცა, აქაც მაინც ლიმიტირებული რაოდენობით ვუშვებდი, რადგან არ მინდოდა მეინსტრიმი ყოფილიყო ჩემი ნამუშევრები.

3რამდენიმე საწარმოს ძიების დროს, აღმოვაჩინე კარგი ხალხი, რომლებიც ძალიან კარგ ხარისხსა და პირობებს მთავაზობდნენ, ასევე ამის თავსებადობა ონლაინ მაღაზიის პლატფორმაზე ძალიან მარტივი აღმოჩნდა. პირველად უბრალოდ რამდენიმე საცდელი ბალიში შევკერე, მაინტერესებდა ფერები როგორ გადავიდოდა, ჩემს ნამუშევრებში გარდა ყველაფრისა, ძალიან მნიშვნელოვანია ფერები, ამიტომ ეს დეტალი ძალიან კარგად გამოვიდა.

შემდეგ shopify -­ს გავეცანი, როგორ მუშაობდა და ა.შ. და გავაკეთე ინტეგრირება მაღაზიის. თუმცა, რადგან ეს საწარმო არ არის საქართველოში, გამოწერა usa2georgia-­ს საშუალებით ხდება.

M: რის მიხედვით მზადდება დიზაინი? რა იცით რა მოსწონს ხალხს? 

რაც შეეხება დიზაინს, კონკრეტული თემები არ მაქვს ამოჩემებული, ძირითადი მოტივი მაინც გარემოსთან თავსებადობა და ვიზუალური ეფექტურობაა, თუმცა არ გამოვრიცხავ სერიული დიზაინის ბალიშების გამოშვებას, ერთი თემის გარშემო.

M: ამჟამად სად იყიდება ეს ბალიშები და რამდენად მომგებიანი საქმიანობაა? თუ მხოლოდ გართობა?

ბალიშები იყიდება ონლაინ wermichellestore.com , გამოწერა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, თუმცა ამერიკაში უფრო მომგებიანია, რადგან მიტანის სერვისი გაცილებით იაფია. თბილისში იყიდება ქართველი დიზანერების მაღაზია fLabour­ში (შარდენის 1), ო, მოდა, მოდა­ში და ონლაინ მაღაზია homeis.ge­ ზე, თუმცა შეზღუდული რაოდენობით.7

M: რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს…

ბალიშების და პოსტერების გარდა, დროდადრო დაემატება ახალი პროდუქტები, რომელიც ვფიქრობ ძალიან კარგი სიახლე იქნება მომხმარებლებისთვის.

 

 

“W+K”-მ გადაყრილი ნაძვის ხეებისგან მისალოცი ბარათები დაამზადა!

ამერიკას ამოძრავებს… დანკინ დონატსი! ექსკლუზიური ვიდეო და ინტერვიუ მარკეტერზე