in

ქართველი კომპოზიტორი ჰოლივუდში მიიწვიეს!

300 აპლიკანტიდან, რჩეულ 12-ში ის კომპოზიტორები მოხვდნენ, სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ჰოლივუდში, იქ, სადაც თავის დროზე ჰანს ზიმერს, ჯეიმს ნიუტონ ჰოვარდს, რენდი ნიუმენსა და სხვა ლეგენდარულ მუსიკოსებს უსწავლიათ, პროფესიონალურ ვორქშოპს გაივლიან. მათ შორისაა ქართველი ანა ქასრაშვილი. ეს არ არის პირველი მიღწევა ანასთვის. ის გახდა ბერკლის კინომუსიკის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტი, კალიფორნიის კინოფესტივალის ფარგლებში კინომუსიკის კომპოზიტორთა XVIII საერთაშორისო კონკურსის (CAIFF) გამარჯვებული. ასევე, სერიალის “ქერჩი – დაკარგული გმირები” ერთ-ერთი კომპოზიტორი, გაიარა პრაქტიკა სტუდიაში Abbey Road და მრავალი სხვა. 10 ივლისიდან, ერთი თვის მანძილზე, ლოს-ანჯელესის საუკეთესო მუსიკოსებისაგან შემდგარი ორკესტრი 20th Century Fox-ის სტუდიაში ჩაწერს ვორქშოფის მონაწილეთა ახალ კომპოზიციებს. მოეწყობა შეხვედრები კინოინდუსტრიის წამყვან კომპოზიტორებთან და სხვა სპეციალისტებთან.

bog
bog-mob

 

ASCAP-ის „ვორქშოფი“ (დახელოვნების კურსი) 1988 წელს „ემის“ და „ოსკარის“ მფლობელი კომპოზიტორის ფრედ კარლინის მიერ შეიქმნა ფილმის კომპოზიტორებისათვის და მას მასპინძლობს ასევე „ემის“ მფლობელი რიჩარდ ბელისი, ASCAP-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, კომპოზიტორი და მენტორი. რაც შეეხება ASCAP-ს, ეს კომპოზიტორთა საერთაშორისო გაერთიანებას, რომელიც ამერიკაში 1914 წლიდან არსებობს, დღესდღეობით, 600 000 წევრს ითვლის და მათ საავტორო უფლებებს იცავს.

„ვორქშოფზე“ მოსახვედრად ანამ ხუთი კომპოზიცია გააგზავნა. აქედან სამი სპეციალურად შექმნა ჟანრული მოთხოვნების მიხედვით.

 

M: ანა, შენი მრავალფეროვანი მიღწევებიდან, რომლებს გამოარჩევდი ყველაზე მეტად?

პირველ რიგში გამოვარჩევ კალიფორნიის კინოკონკურსს (CAIFF), რომელშიც მონაწილეობა მივიღე ბერკლის კოლეჯის დასრულების შემდეგ (2015 წელს). მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის დავწერე მუსიკა, გავიმარჯვე და ავიღე პირველი ადგილი (წლის კომპოზიტორის ჯილდო). აღსანიშნავია, რომ კონკურსის ჟიურის წევრი იყო ფილმის ორიგინალური მუსიკის ავტორიც. დაჯილდოებაზე მიმიწვიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ წავედი. შარშან ვთხოვე ფილმის შემქმნელებს, ნება დაერთოთ, ჩემი მუსიკით გაფორმებული ვერსია ამეტვირთა ინტერნეტში და ძალიან გამიხარდა, რომ დადებითად მიპასუხეს. როგორც წესი, ასეთ ნებართვებს არ იძლევიან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ჩემი ნამუშევარი ამ მისამართზე:

 

M: რას ნიშნავს ASCAP-ზე მოხვედრა, რა პერსპექტივებს აძლევს კომპოზიტორს?

რიჩარდ ბელისის „ვორქშოფის“ მონაწილეებს შანსი ეძლევათ A კლასის კომპოზიტორები გახდნენ და ცნობილ კინოკომპანიებთან თანამშრომლობა დაიწყონ, რაც, ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი წარმატება იქნება. „ვორქშოფის“ ბოლოს ჩვენ მიერ შექმნილი კომპოზიციების ჩაწერა მოხდება 20 Century Fox-ის სტუდიაში ჰოლივუდის საუკეთესო მუსიკოსებისაგან შემდგარი ორკესტრის შესრულებით.

M: სწავლა სრულად გიფინანსდება, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ვორქშოფის გავლა?

„ვორქშოფი“ უფასოა, მაგრამ ლოს-ანჯელესში ერთი თვე ყოფნა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კულტურის სამინისტრომ დამიფინანსა მგზავრობა, აჭარის კულტურის სამინისტრომ – სასტუმროს ხარჯი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორივე უწყებას, მაგრამ კიდევ საჭიროა შიდა ტრანსპორტის და კვების ხარჯები. „ვორქშოფის“ ფარგლებში უნდა მოხდეს რამდენიმე ცნობილ კომპოზიტორთან სტუმრობა, ამ შემთხვევაში კი ჩვენი ტრანსპორტირება მონაწილეებმა ჩვენვე უნდა უზრუნველვყოთ. თხოვნით სხვადასხვა კომპანიას დავუკავშირდით, მაგრამ დადებითი გამოხმაურება, სამწუხაროდ, ვერავისგან მივიღეთ. სულ საუბარია $3000-ზე.

M: როგორ დაგიკავშირდნენ დახმარების მსურველი ორგანიზაციები ან, თუნდაც, ფიზიკური პირები?

ჩემი ნამუშევრების ნახვა შეუძლიათ საიტზე www.anakasrashvili.com, პირადად დაკავშირება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით: [email protected] ან ჩემს მეუღლესა და პროდუსერთან 514 503 503 ილია ჯღარკავა.

 

შრიფტების კონკურსი „ქართული ა“ – ახალი ფონტები და ინიციატივის შედეგების შეფასება

რომანტიკული ამბავი სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულ ადამიანებზე