27
Dec
2012

რა შესაძლებლობებს ვერ იყენებენ ქართველი მარკეტერები ახალ წელს!

27 Dec 2012

“ნებისმიერ ბიზნესში ფულს ინოვაცია და მარკეტინგი ქმნის, სხვა ყველაფერი ხარჯია” პიტერ დრუკერი.

 ფულისაქართველოს ბაზარზე მოქმედი მარკეტერები დამეთანხმებიან, რომ  “ღრუზინი” ტოპ მენეჯერები ასე არ ფიქრობენ, მათი დიდ ნაწილისათვის მარკეტინგი “ხარჯთან” ასოცირდება, (ზოგჯერ სრულიად სამართლიანადაც), მხოლოდ “კოტლერის” წიგნ ნაკითხ მარკეტერს მეტი არც მოეთხოვება, სანამ ძირითად თემაზე გადავალ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ნამდვილი მარკეტინგი  “შეფუთული ტყუილები” “უაზრო შოუები” და “ხრიკები” არაა, ის ვინც გატყუებთ, არის მატყუარა, მარკეტინგს და მარკეტერს არ აქვს არანაირი კავშირი  “ტყუილთან”, რაც შეეხება მარკეტინგს და მასში “დახარჯულ” თითოეულ თეთრს, ეს ინვესტიციაა, რომელსაც დღის ბოლოს კომპანიისათვის ღირებულება უნდა მოჰქონდეს.

მარკეტერისათვის პრობლემა შესაძლებლობაცაა ხოლმე, ამ პოსტში თქვენი ყურადღება არსებულ ორ პრობლემა/შესაძლებლობაზე მინდა შევაჩერო:

1) თბილისის მერიის განცხადებით წელს თბილისის ქუჩებში კონცერტი არ გაიმართება.

xdcfqუკანასკნელმა წლებმა აჩვენა,საკმაოდ ბევრი ადამიანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მზადაა ახალწელს ქუჩაში შეხვდეს, ეს  მარკეტერისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა,  “ბაზარი” და “მოთხოვნა” არსებობს, რომელსაც დაკმაყოფილება სჭირდება, მერის ამ განცხადებამ საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია საზოგადოების იმ ნაწილში ვინც უკვე წლებია ქუჩაში ხვდება ახალწელს. ძალიან მიკვირს, რომ ჯერჯერობით ამ “გამოწვევას” არცერთი კომპანია არ გამოეხმაურა, წარმოიდგინეთ როცა ხალხი მზადაა გამოვიდეს ქუჩაში და შენ კომპანია ამ “შანსს” არ იყენებ, არ იყენებ იმ რეალობაში სადაც ყოველი “მეოთხე” მომღერალია, ყოველი “მეორე” კომპანია კი მსგავსი მუსიკალური კონკურსის სპონსორი, შეიძლება ღონისძიება არ იყოს გრანდიოზული, მაგრამ ფეირვერკის, წამყვანებისა და მომღერლების ორგანიზებას დიდი დრო და ფინანსები ნამდვილად არ სჭირდება. ღონისძიების პარალელურად შესაძლოა მოხდეს პროდუქციის გაყიდვაც (ღვინო,ლუდი, საჭმელები და ა.შ) მართალია წლის ბოლოა და მარკეტინგის ბიუჯეტში შესაძლოა თანხა არაა, მაგრამ THINK AGAIN! თუ სურვილია თანხები მოიძებნება.

2) ინტერნეტ და სატელეფონო კვლევები აჩვენებს, რომ წელს ახალწელს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სახლში რჩება. (ინტერნეტ გამოკითხვა, სატელეფონო გამოკითხვა, რესპოდენტები 2300 (თბილისი)

წინა წლებთან შედარებით წელს პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი რჩება სახლში, მართალია ამ შემთხვევაში სხვადასხვა კვლევის მონაცემები შევადარეთ, მაგრამ ეს მარტივი “კვლევა” თქვენც შეგიძლიათ ჩაატაროთ თქვენს ირგვლი. გასულ წლებთან შედარებით წელს ძალიან ცუდად იმუშავეს რესტორნებმა, ამ მიმართულებითაც არსებობს საკმაოდ დიდი მოთხოვნა, მაგრამ გამოკითხული რესპოდენტების ძალიან დიდ ნაწილს საახალწლოდ “გეგმა” არ აქვს თუ სად უნდა წავიდეს, ამ გარემოებამ გამოკითხულთა უმეტესობას სახლში დარჩნა გადააწყვეტინა, მეორე ნაწილი კი უშუალოდ ახალი წლის ღამეს ან წინა დღეს აპირებს მოძებნას. ცარიელი მაგიდა ხარჯია, მართალია ახალწლამდე რამოდენიმე დღე დარჩა, მაგრამ მაინც შესაძლებელია ცარიელი მაგიდების შევსება.

პოსტის ბოლოს ისევ მინდა დრუკერის სიტყვები გაგახსენოთ ,მარკეტერებმა უნდა “შექმნათ” “ფული” ორგანიზაციაში, თქვენ მუდამ ბაზრის “პულსზე” უნდა გედოთ ხელი და მსგავს შესაძლებლობებს უნდა იყენებდეთ. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება, რაში გვეთანხმებით, რაში არ გვეთანხმებით და რას დაამატებდით ?

ავტორი: აკო ახალაია

 

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.