1
Jun
2017

როგორია ქართველი ტელეჟურნალისტების #აწყობილიცხოვრება

1 Jun 2017

#აწყობილიცხოვრება ბევრი ადამიანისთვის სტაბილურ სამუშაოსთან, სიმშვიდესთან და ფინანსურ კეთილდღეობასთან ასოცირდება; ტელეჟურნალისტური სამუშაოს და გრაფიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პროფესიის ადამიანების დამოკიდებულება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებულია. წარმატებულ ტელეჟურნალისტად ყოფნა გულისხმობს ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის, სისწრაფის, მობილიზების, პრეზენტაბელურობის უნარების განვითარებას, ასევე, არასტაბილურ სამუშაო გრაფიკთან შემგუებლობას. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ცხოვრების სხვადასხვა კომპონენტის მოწესრიგებასა და მართვას ქართველი ტელეჟურნალისტები, რა დამოკიდებულება აქვთ მატერიალურ საჭიროებებთან დაკავშირებით და რა კრიტერიუმებით აფასებენ #აწყობილიცხოვრებას. ამ კითხვებით მარკეტერმა ქართული ტელევიზიების ჟურნალისტებს მიმართა:

„აწყობილი ცხოვრება, ჩემთვის, რადგან ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტი ვარ, ნიშნავს ეკონომიკურ კეთილდღეობას, არ ვგულისმობ ამ სიტყვაში ჩემს პირად უზრუნველყოფას, არამედ – მთელი ქვეყანის ფინანსურ მოწესრიგებულობას. აწყობილი ცხოვრების დეფინიციას ზუსტად ასე ვახდენ – მაქსიმალური ეკონომიკური ბენეფიტი და მეტი ეკონომიკური სტიმული, რაც ჩემთვის გამოსავალია. აწყობილი ცხოვრების მისაღწევად, უნდა მივიდეს ადამიანი რაღაც გარკვეულ კონდიციამდე. ვფიქრობ, რომ ჯერეჯრობით, აქამდე არ ვარ მისული, მაგრამ ჩემი სურვილი და მოქმედება, ამ შემთხვევაში, საზოგადო კეთილდღეობისკენ არის მიმართული და ამ მხრივ ვსაზღვრავ ჩემს პრიორიტეტებსა და ვავითარებ ჩემს საქმიანობას.”
სანდრო ვეფხვაძე – ტელეკომპანია „მაესტრო”, გადაცემა „ბიზნეს კონტაქტის” ავტორი და წამყვანი

ჩემთვის, ფრაზას – აწყობილი ცხოვრება, აქვს ძალიან პრაგმატული და კონკრეტული მნიშვნელობა. ეს არის უფრო მატერიალური რამ, რადგან ამ კონტექსტში მესმოდა და მესმის დღემდე. ბინა, მანქანა, მოგზაურობა, კარგ სკოლაში ბავშვის ტარების შესაძლებლობა – ვიღაცისთვის, ეს ჩამონათვალი უკვე ნიშნავს აწყობილ ცხოვრებას. თუმცა, ცოტა ფართო გაგებით თუ შევხედავთ ამ ფრაზას, მატერიალური კეთილდღეობის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო. ვგულისხმობ იმას, რომ აწყობილი ცხოვრება აწყობილ ქვეყანასაც უნდა ნიშნავდეს. აწყობილ გარემოს, ჯანსაღ აზროვნებას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ა.შ. კარგი იქნება თუ ეს ფრაზა უფრო ფართო გაგებას შეიძენს, თანდათან. ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია კომფორტული გარემო. აწყობილი ცხოვრება ჟურნალისტისთვის არის თვისუფლება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება.”
ვიკა ბუკია – საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი”, საინფორმაციო გამოშვება „მოამბეს” ჟურნალისტი

 

მგონია, რომ ძირითადად, ადამიანები აწყობილ ცხოვრებად აღიქვამენ თავიანთ ყოფას, როცა მატერიალურად არიან გამართულები; ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, ცხოვრების ასაწყობად, ჩემთვისაც არის მატერიალური კეთილდღეობა. თუმცა, ადამიანს თანაბრად უნდა ჰქონდეს როგორც ფინანსურად მოწესრიგებული, ასევე, პროფესიულად რეალიზებული ყოველდღიურობა, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წარმატებულობა პირად ცხოვრებაშიც. სწორედ, ამ კომპონენტების ერთობლიობა ქმნის აწყობილ ცხოვრებას, რომლის შესაგრძნობადაც, როგორც ჟურნალისტი, უნდა იყო მაქსიმალურად რეალიზებული შენს საქმეში. თუ შენ ფიქრობ, რომ გამოგდის რასაც აკეთებ, განიცდი პროფესიულ ზრდასა და კმაყოფილი ხარ იმ შედეგით, რასაც საღამოს,შენს თავთან მარტო დარჩენისას აფასებ,ეს ნიშნავს, რომ გაქვს პროფესიულად აწყობილი ცხოვრება.”
ლევან ჩუგოშვილი – ტელეკომპანია „იმედი”, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის” ჟურნალისტი

„ფაზლებად რომ დავყოთ ჩვენი ცხოვრება, მასში შემავალი კომპონენტებით მის ასაწყობად, ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დავალაგოთ. ფინანსური უზრუნველყოფა აწყობილი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა, ვიტყოდი, რომ არა ერთადერთი. ჩემი აზრით, აწყობილი ცხოვრებაა, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები კარგად და ჯანმრთელ არიან, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ ცხოვრების ტემპს არ ჩამოვრჩეთ. „ფაზლის” ასაწყობად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამსახურის არსებობა, რომელიც შენთვის საყვარელი საქმეა და არ არის მხოლოდ რუტინა ან ვალდებულება. ჟურნალისტის საქმიანობა ვადებში არ ჯდება არც დღის განრიგში, უბრალოდ კომფორტია საქმეზე ორიენტირება და მოგწონს. ჟურნალისტი ყოველდღე აწყობს რაღაცას – სიუჟეტს, სტატიას, ახალ ამბავს, რომელიც, ასევე, ბევრი კომპონენტისგან შედგება და შესაძლოა მისი აწყობისათვის კარგი იყოს რესპონდენტის სინქრონი, კარგი კომენტარი, რომელიც ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანია.”
ანა ლაპიაშვილი – TV1, გადაცემა „საქმიანი დილის” წამყვანი

„აწყობილი ცხოვრება ჩემთვის შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, როგორიცაა: პროფესიული წარმატება, ფინანსური დამოუკიდებლობა, პირადი ცხოვრება, ოჯახი და ა.შ. ასე ვთქვათ, შემდგარი ადამიანი ვარ, რადგან ჩემი პროფესიით ვმუშაობ, მაქვს ჩემი საქმე, ხელფასი. ეს ყველაფერი ჩემი ძალისხმევით, ჩემი შრომით მოხდა. იმისთვის, რომ აწყობილი იყოს ჩემი ცხოვრება, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებ, ვშრომობ, ვსწავლობ, სულ ძიებაში ვარ და ზრდას ვცდილობ, მეტი მატერიალური თუ პროფესიული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, რომ შევძლო ჩემი მიზნების მიღწევა.”
მანჩო გიგინეიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი”, საინფორმაციო გამოშვება „მოამბეს” ჟურნალისტი

ჩაერთე სესხების და ანაბრების გათამაშებაში და აიწყე ცხოვრება www.terabank.ge/ge/aitske-tskhovreba  #აწყობილიცხოვრება.

განხილვა