in ,

მუსია ქებურიას არტი ლუდთან ერთად

მუსია ქებურიამ „არგოს“ ქარხანა მოხატა. როგორც ბრენდის პორტფოლიო მენეჯერი შოკო ჩაჩუა ამბობს, სიახლე რებრენდინგის შემდეგ შეძენილ ღირებულებებს მუსიკას, ინოვაციას, არტს და, რა თქმა უნდა, მეგობრობას უკავშირდება.

BOG
BOG
photo credit: Khatuna Khutsishvili

 

photo credit: Khatuna Khutsishvili

შოკო ჩაჩუა: ამ სიახლის გამო გადავწყვიტეთ, განგვეხორციელებინა საკომუნიკაციო აქტივობები. პირველი პროექტი იყო „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ანუ დროებითი ეტიკეტების პროექტი, რომელზეც შესანიშნავმა ქართველმა არტისტებმა იმუშავეს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მუსია ქებურია. ასე დაიწყო ჩვენი დამეგობრება არტთან. თავიდანვე ვიცოდით, რომ დროებითი ეტიკეტების შემქმნელ არტისტებთან, ერთობლივ აქტივობებს მომავალშიც განვახორციელებდით. შედეგად, მუსიამ მოგვიხატა ქარხანა. მან რაც „არგოს“ გარშემო დაინახა, სწორედ ის გადაიტანა კედლებზე. თუმცა, ჩვენი თხოვნა იყო, ნამუშევრებს კავშირი ჰქონოდა ლუდთან. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მოხატულია ქარხნის მხოლოდ ერთი ნაწილი. დარჩენილი სივრცის ათვისებას მომავალში ვგეგმავთ. მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვაპირებთ.  თუმცა, წინასწარ ამაზე არ ვისაუბრებ.

რატომ გადაწყვიტეთ ქარხნის ამ კონცეფციით გაფორმება?

ჩვენ ასე წარმოგვიდგენია, რომ თვითონ  ქარხანა, შესაძლოა, იყოს ურბანისტული და ძალიან თანამედროვე. ის დაიტვირთება არა მხოლოდ საწარმოო კუთხით, არამედ მიიღებს დამთვალიერებლებს და ვიზიტორებს. წარმოდგენილი იქნება, როგორც თანამედროვე ადგილი თავისი პატარა ურბანისტული წერტილებით. ქარხნის აღქმადობაც ხომ სწორედ ესაა. თანამშრომლები ამ თემატიკას შემდეგნაირად ვუყურებთ:  რატომ შევღებოთ სტანდარტულად, როდესაც შეგვიძლია იყოს არტი?! რატომ უნდა გვქონდეს ჩვეულებრივი, როდესაც შეიძლება იყოს განსხვავებული?! რატომ დავარქვათ ამ ყველაფერს რემონტი, თუ შეგვიძლია დავარქვათ მას ურბანისტული გარემო?!

როგორ გაგრძელდება ლუდისა და არტის ურთიერთობა?

არტის მიმართულებით გვაქვს სხვადასხვა პროექტი, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად გაკეთდება განსხვავებული „არაჩვეულებრივი გამოფენა“.

უსასრულო საცობის ბოლოს ნათელი McDonald’s-ია – ორიგინალური ბილბორდები ბრიტანეთში

50 Ads in 50 Weeks – სოლომონ წიწუაშვილი მორიგი გამოწვევის წინაშეა!