in

ქეთი მეფარიშვილი – #პირველისამსახური

ქეთი მეფარიშვილი მინიატურა
ქეთი მეფარიშვილი

პროფესიული მოგზაურობა 16 წლის ასაკში დავიწყე, როდესაც ტელეკომპანიამიუზიქ ბოქსისწამყვანი გავხდი. ვაკანსიას ინტერნეტის მეშვეობით მივაგენი, გასაუბრებაზე დამიბარეს წამყვანის ამპლუა ექსპრომტად მოვირგე და ამიყვანეს. მეორე დღესვე ეთერშიშემაგდესდა დავიწყე აუდიტორიასთან კომუნიკაცია. არ მეშინოდა დაბრკოლებების, ყველაფერს სწრაფად ვითვისებდი და კიდევ უფრო დიდ აზარტში შევდიოდი. პირველი ხელფასი 100 ლარს შეადგენდა, რომლითაც მეგონა, რომ ყველა ნაყინს ვიყიდდი. ბევრი მეუბნებოდა გარშემო, მაგ ფასად სახლის კარებსაც არ გავაღებო, მაგრამ ასეთები დღემდე არ გამოსულანგარეთ“. 1 წელიც არ იყო გასული, როდესაც მეგობრებთან ერთად რეკლამირების ინოვაციური ფორმა დავნერგეთ თბილისში და კლიენტებს მოძრავი ბილბორდის სერვისს ვთავაზობდით. ასე დაიბადა კომპანიარეკლამობილი”. მარკეტინგთან პირველი კავშირი მომსახურების გაყიდვით დავიწყე და მიხაროდა დიდ კლიენტებთან ურთიერთობა. ვაკვირდებოდი თითოეულ დეტალს, როგორ ლაპარაკობდნენ, რას აქცევდნენ ყურადღებას, როგორ აფასებდნენ წარმოდგენილ შეთავაზებას. მას მოჰყვა უკვე აღმასრულებელი რგოლის პოზიციები, რომელმაც საქმისადმი პასუხისმგებლობის გრნობა და ერთგულება გამიათმაგა.

პირველ საფეხურს საკუთარი შესაძლებლობების ძიებას უფრო დავარქმევდი, ვიდრე თვითრეალიზაციას. ამ ეტაპამდე მისვლისათვის თავდაუზოგავი შრომა, თეორიული ცოდნა, გამოცდილება და საკონტაქტო წრე გჭირდება, რომელსაც, სწორედ, პირველი სამსახურიდან იწყებ. კარიერის გრძელ კიბეზე ასვლა ჯანსაღი ამბიციით უნდა დაიწყო და არა პრეტენზიებით. მიხარია, რომ 13 წლის შემდეგ, უკვე შემიძლია ისეთ კომპანიებში ვიმუშავო, რომელზეც სტუდენტობის დროს “case study”- ვწერდიქეთი მეფარიშვილი – “Subway”-ს მარკეტინგის დირექტორი. საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარკეტინგში.

 

ქეთი მეფარიშვილი 2

ქეთი მეფარიშვილი მინიატურა

ქეთი მეფარიშვილი 1

ქეთი მეფარიშვილი 3

“ნუ იქნები copy-and-paste! იყავი განსაკუთრებული და ინდივიდუალური!” – Adidas–ი Under Armour–ს უპირისპირდება

გაიცანით განახალებული და გაძლიერებული Dell–ის ლოგო