ზუმბა არის რევოლუციური აღმოჩენა დღევანდელ ფიტნეს სამყაროში, ასე ახასიათებენ ლათინური მუსიკის რითმებზე ცეკვის–აერობიკისა და ფიტნესის ნაზავს.ეს მიმართულება 1990 წელს კოლუმბიელმა ალბერტო პეროზმა შექმნა და 2008 წლიდან პოპულარული გახდა მთელს მსოფლიოში. ზუმბა მოიცავს ჰიპ–ჰოპს, რეგეტონს, სალსას, სამბას და კიდევ ბევრ სხვა მუსიკისა და ცეკვის ელემენტებს.
საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობს ქეთი ზაზანაშვილი, ზუმბას სერთიფიცირებული სპეცილისტი. რას ნიშნავს ზუმბას სერთიფიკატი და როგორ შეიძლება მისი მოპოვება, რა უპირატესობით სარგებლობ ბაზარზე ამ სერთიფიკატის მოპოვების შემდეგ და როგორ ვითარდება ეს სფერო საქართველოში–ყველა ამ კითხვას ჟურნალ მარკეტერს ქეთიმ თავად უპასუხა.
ქეთი ზაზანაშვილი: ბავშვობის 13 წელი რუსეთში გავატარე. მას შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. დავასრულე რუსული ენა–ლიტერატურის ფაკულტეტი, მოგვიანებით გავემგზავრე პოლონეთში, სადაც სწავლა პოლიტოლოგიის განხრით დავიწყე.
ჩემს ცხოვრებაში არსებობს ორი მიმართულება. პირველი – ეს არის ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო სტუდენტთა ქრისტიანული ფედერაცია”, სადაც დღემდე გენდერული თანასწორობის მიმართულებით ვმუშაბ და ცეკვა, რომელსაც როგორც საქმიანობა 18 წლის ასაკში მოვკიდე ხელი.
თავდაპირველად სამეჯლისო–სპორტული ცეკვებით ვიყავი გატაცებული. ვარშავაშიც მყავდა ჩემი მეწყვილე, სადაც საერთაშორისო კონკურსებში აქტიურად ვღებულობდი მონაწილებას. მიუხედავად იმისა, რომ მე საზღვრებს გარეთ ძალიან ბევრი მიღწევა მქონდა, მივხვდი რომ საქართველოს უფრო ვჭირდებოდი და ჩვენს ქვეყანაში დავბრუნდი.
თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი დავეუფლე ცეკვის ისეთ მიმართულებას, როგორიც არის „ზუმბა“, სწორედ ამის კეთება მინდოდა საქართველოში.
თქვენ ხართ საცეკვაო კლუბ-ბამბატას მფლობელი, რით განსხვავდება სხვა ფიტნეს კლუბებისგან?
ჩემი მთავარი მიზანი იყო ისეთი სტუდიის ჩამოყალიბება, რომელიც იქნებოდა სხვებისგან განსხვავებული. სპორტული ცეკვების სტუდიები ძირითადად ასწავლიან ამ ცეკვებს პროფესიონალურ დონეზე. ბაზარზე თითქმის არ იყო ადგილი მოყვარულებისთვის. ან უბრალოდ არ იყო მრავალფეროვნება. მე შევქმენი სტუდია, სადაც მინდა იყოს ყველაფერი და აუცილებლად მაღალ დონეზე. მე მინდოდა ყოფილიყო სტუდია, სადაც მოსული ადამიანი მოყვარულის დონეზე ყველაფერს შეხვდებოდა.
თქვენ ზუმბას სერთიფიცირებული ტრენერი ხართ. როგორ ხდება ამ სერთიფიკატის მოპოვება?
ეს იყო 2012 წელი, გავწევრიანდი სპეციალურ კავშირში და შევუდექი საქმეს პოლონეთში. იმ დროისთვის ჩემთან ერთად სერთიფიცირებული კიდევ ერთი ადამინი იყო, თუმცა ის არ დარეგისტრირდა “ზუმბას” ოფიციალურ საიტზე და სწორედ ამიტომ მის სერთიფიკატს ვადა გაუვიდა. გამოდის, რომ მე ვარ პირველი სერთიფიცირებული ტრენერი საქართველოში, თუმცა დღეს მსგავსი სერთიფიკატით უკვე ორი გოგო სარგებლობს.
ეს პროცედურა არც ისე მარტივია, მსურველი უნდა დარეგისტრირდეს “ზუმბას” ოფიციალური საიტზე. სამწუხაროდ ზუმბას გამოცდის ჩაბარება საქართველოში შეუძლებელია. ყველა ქვეყანას კი საკუთარ ენაზე აქვს ზუმბას ტრენინგი და შემდეგ უკვე გამოცდა.
“ზუმბას” ისტორია. როგორ გაერთიანდა ცეკვა, ფიტნესი და აერობიკა ერთმანეთში? როდის შემოვიდა ის ჩვენს ქვეყანაში? რამდენი მიმართულებისგან შედგება ის?
ეს მიმართულება 1990 წელს კოლუმბიელმა აბერტო პეროზმა შემქნა და 2008 წლიდან პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში. ლათინური მუსიკით შთაგონებული ფიტნეს პროგრამა ეს არის ზუმბა, რომელშიც შედის სხვადასხვა რითმები: ფიპ–ჰოპი, რეგეტონი, სალსა, სამბა და კიდევ ბევრი სხვა მუსიკისა და ცეკვის ელემენტები. დროსთან ერთად ზუმბაც გაფართოვდა და სხვადასხვა მიმართულებები დაამატეს, ანუ მთელი მსოფლიოს ჰანგებია შესული. ვარჯიში 40 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება, ყველანაირი წარმატება არის დამოკიდებული ინსტრუქტორზე. ინსტრუქტორი ცეკვავს და უნდა აყვეს აუდიტორია და ასე ის 10 და 15 ცეკვამდე პაუზის გარეშე ცეკვავს.
როგორია თქვენი სტუდიის საცეკვაო ”მენიუ”?
ჩვენი სტუდიის „მენიუ“ მრავალფეროვანია. გარდა იმისა, რომ ჩვენთან მოყვარულები არიან, გვაქვს წრეები პროფესიონალებისთვის, სადაც სამეჯლისო ცეკვებს ეუფლებიან, როგორიც არის ტანგო, ვალსი, ჩაჩაჩა, სალსა, ბაჩატა. ფიპ-ჰოპი და თანამედროვე ცეკვა როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
რამდენად დიდია კონკურენცია და რა უპირატესობით სარგებლობთ თქვენ? ვინ არიან თქვენი რეალური კონკურენტები, ვინ არის ლიდერი ბაზარზე?
დღეს რეალურად კონკურენცია მაღალია. სატელევიზო მეგა პროექტებმაც მოგვცეს ამის საშუალება და მოახდინა ამ მიმართულების პოპულარიზაცია და მოთხოვნადი გახადა თავად ცეკვები. მე ვერ გავუწევ კონკურენციას ისეთ სამეჯლისო სტუდიას, როგორიც არის „თელა“. ის 13 წელია მოღვაწეობს ბაზარზე. მე არც ის მინდოდა პროფესიონალ დონეზე სამეჯლისო ცეკვების შესწავლაზე ყოფილიყო აქცენტი. სამოყვარულო დონეზე ამ მიმართულების შესწავლის თვალსაზრისით კი მივიჩნევ, რომ ჩემი სტუდია არის ლიდერი, რადგან ის არის დამოკიდებული ინსტრუქტორზე და ინდივიდზე.
იცნობს თუ არა ქართველი მომხმარებლების უმეტესობა ამ მიმართულებას და სარგებლობს თუ არა პოპულარობით ის?
2012 წელს საქართველოში არავისთვის იყო ცნობილი “ზუმბას” შესახებ, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. მე ყველანაირად ვცდილობდი მომეხდინა პოპულარიზაცია ამ მიმართულების, დაინტერესებულები იყვნენ ტელევიზიებიც. დღეს მომხმარებლის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, დაინტერესება ბევრად მეტია. დღეს სტატისტიკურად 10% გაზრდილია ზუმბას მიმართ დაინტერესება.
როგორც ვიცი შეზღუდული შესაძლებლობების არ გჯერათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ თქვენ კლუბში ისინიც ეუფლებიამ ამ მართულებას. რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული, მოგვიყევით ამის შესახებ.
ეს იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, როდესაც მე ვეუფლებოდი სამეჯლისო ცეკვებს, ვფიქრობდი რა მოხდებოდა თუ ერთ დღეს უბედური შემთხვევის შედეგად ეტლში აღმოვჩნდებოდი. როგორ გავაგრძელებდი ცეკვას? და მივედი იმ დასკვნამდე, რომ მე მაინც უნდა გამეგრძელებინა ცეკვა. მოგვიანებით მე ვისწავლე მუშაობა ეტლით მოსარგებლებთან და ეს მიმართულება შევიტანეთ ჩვენ საცეკვაო კლუბში. სირთულეების მიუხედავად მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება და მომავალი შევცვალე. უახლოვეს მომავალში სტუდია ადაპტირებული გახდება შშმპ-თვის. ჩემს სტუდიაში უკვე არის 2 წყვილი და 32 ინდივიდუალური შშმპ-ი, რომელთაც ვასწავლი.
რამდენად მარალია სწავლების დონე ფასთან შედარებით, რამდენად წარმატებული ბიზნესია ბაზარზე მის სახელთან შედარებით?
სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან დაბალი ფასებია. წინა წელთან შედარებით ამ მიმართულებითაც აიწია ფასმა. ჩემი სტუდია ოროენტირებულია ხარისხზე. მე შემიძლია ვთქვა, რომ კონკურენციის თვალსაზრისით მე ვიგებ ფასითაც, რადგან სხვა ყველა კონკურენტთან, (მათ შორის ისეთებთან, რომელიც არ არის სერთიფიცირებული) შედარებით ჩვენთან ყველაზე დაბალი ფასებია.
რამდენად ხშირია უცხოელი კოლეგების ვიზიტი? ძირითადად რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობთ?
მე ვთანამშრომლობ პოლონეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან. რუსეთთან აღარ ვთანამშრომლობ და შევწყვიტე ურთიერთობა. ახლო თანამშრომლობა მაკავშირებს აშშ-სთან, მაგრამ დიდი მანძილის გამო ხშირად რთულია მათი საქართველოში ჩამოყვანა. ჩემს გარდა რეალურად საცეკვა კლუბში უცხოელი სპეცილისტები მუშაობენ. ჰიპ-ჰოპის სპეციალისტი საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ინგლისელი სპეცილისტი გახლავთ, ხოლო კლუბულ სალსათი კუბელი ქალბატონია დასაქმებული.
რამდენად საჭიროა საცეკვაო გამოცდილება? ვარჯიშის ხანგრძლიობა რა დროს მოიცავს? რამდენად სასიამოვნოა ეს პროცესი?
მერწმუნეთ, არანაირი საცეკვაო გამოცდილება, 12 გაკვეთილი სრულიად საკმარისია, რომ ცეკვას დაეუფლოს მომხმარებელი. ანუ, კვირაში სამი საათი საკმარისია. ძალიან დადებითი ენერგეტიკა მოდის ვარჯიშის დროს და ეს არის პოზიტიური სამუშაო.
წონის კორექციასა და სტრესის მოხსნის შესაძლებლობას გაძლევს მსგავსი ვარჯიში. არის თუ არა აუცილებელი დაიცვა დიეტა ამ ტიპის ვარჯიშისას?
ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია, აუცილებელია სწორი კვება. ვარჯიშთან ერთად აუცილებელია დიეტა, თუმცა მე შიმშილს არ ვგულისხმობ. აუცილებელი სწორი კვება, ეს არის იდეალური ვარიანტი.
კლუბში იმართება თემატური ცეკვის საღამოები, სადაც წარმოდგენილია სპეციალური პროგრამა. ვინ ღებულობს მასში მონაწილებას და რა ინტერვალით იმართება. ფასიანია ამ საღამოებზე დასწრება? ესეც ბიზნესია თუ პოპულარიზაციის მიზნით ხორციელდება?
დიახ, ჩემს სტუდიაში არის ბარი, რომელიც შაბათ-კვირას გადაიქცევა ხოლმე ე.წ. დისკოტეკად, სადაც არის შესაძლებელი გართობა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების რელაქსაციასა და გართობას. რასაკვირველია ეს არის მარკეტინგისა და ბიზნესის ნაწილი, თუმცა მეტი წილი კლუბის პოპულარიზაციას ეკუთვნის. გარდა იმისა, რომ კლუბს მეტი შემოსავალი ჰქონდეს აუცილებელია ჩვენი მოხალისეების წახალისება. გარდა იმისა, რომ ისინი ეუფლებიან ცეკვასაც ადგილზე მათ შეუძლიათ გართობა. ამ საღამოებზე დასწრება ხშირ შემთხვევაში უფასოა, თუმცა ხანდახან ფასიანიც. თუმცა ეს ფასი საშუალო ფენისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია.
მე მინდა ყველას ვურჩიო, რომ გასინჯოს ეს “ხილი”, “ზუმბა” ფიტნესი აიტაცონ და აქციონ საკუთარი ცხოვრების წესად.











