in

QFrame-მა კლასიკა და თანამედროვეობა ერთ ჩარჩოში მოაქცია

ამ ბრენდის ისტორია 1995 წლიდან იწყება, QFrame სურათების ჩარჩოების პრემიუმ მწარმოებელია და ამ დროში სახელიც გაითქვა თავისი ოქროსფერი ხელით მოჩუქურთმებული ხის ჩარჩოებით. 25-წლიანი გამოცდილება კი, თავის მხრივ, გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში ეხმარება მას, მაგრამ, ამასთან, სურდათ მზარდი სტანდარტებისთვისაც აეწყოთ ფეხი. სწორედ ეს სურვილი დაედო საფუძვლად Bean Creative-თან თანამშრომლობას ტრანსფორმაციული რებრენდინგისთვის. 

BOG
BOG

ახალი იდენტობა სრულყოფილ ბალანსს გვთავაზობს ფორმალობასა და ხელმისაწვდომობას შორის, ინარჩუნებს QFrame-ის პრესტიჟულ იმიჯს და, ამასთან, აძლიერებს მის განსხვავებულობას. თუმცა რებრენდინგის მთავარი ელემენტი მაინც სახეშეცვლილი ლოგოა. QFrame-ის Q-ს სურათის ჩარჩოს ფორმა მისცეს, რითაც გრაფიკულ სისტემას შეუფერხებლად შეერწყა. ოღონდ ამ დიზაინით მხოლოდ ჩარჩოებს კი არ სთავაზობენ მომხმარებლებს, არამედ სურთ, QFrame-ის დახვეწილობასა და ოსტატობაზეც გაამახვილონ ყურადღება. 

რაც შეეხება ფერთა პალიტრას, ჩამქრალი ცისფერი და მკვეთრი ფორთოხლისფერია, რითაც ხელოვნების სიღრმისა და კომპლექსურობის ასახვა უნდოდათ ისე, რომ რაღაცების ძიების სურვილიც გაეჩინათ და QFrame-ის პროდუქტების საოცარ ფუნქციებზეც გაესვათ ხაზი. ეს დინამიკური ფერთა სქემა QFrame-ის პოზიციონირებას ახდენს, როგორც ხიდის ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას შორის, ავანგარდ კოლექციონერებსაც იზიდავს და ამ სფეროში დახელოვნებულ ადამიანებსაც. 

ახლა კი ნახეთ, როგორ მოაქცია QFrame-მა კლასიკა და თანამედროვეობა ერთ ჩარჩოში:

 

Whispp-ის აპლიკაცია მეტყველების დარღვევის მქონე ადამიანებს საუბარში ეხმარება

რატომ უნდა დაძლიოთ უკუკავშირის გაზიარების შიში