თამაში, სპორტი და გართობა ადამიანის ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც სწავლა, მუშაობა თუ რაიმე სხვა აქტივობა. ამის აღსანიშნავად, საუდის არაბეთმა მასშტაბური კონცეფცია შეიმუშავა — ახალი ქალაქი Qiddiya, სადაც სათამაშო სივრცეებთან ერთად, ისპორტისთვის განკუთვნილი ადგილებიც მოეწყობა, რათა უდიდეს ღონისძიებებს უმასპინძლოს.
თუმცა ამჟამად ქალაქის დეტალებზე კი არ ვისაუბრებთ, არამედ მასთან დაკავშირებულ კამპანიაზე, რომელიც Droga5-მა გადაიღო. სიუჟეტი ძალიან ნაცნობი ამბით იწყება — ზედმეტად გადაჭედილი სტადიონი, საშუალო მექანიკური სათამაშოები სავაჭრო ცენტრებს გარეთ და გაფუჭებული საცურაო აუზები. ეს „სევდიანი“ განწყობა დიდხანს არ გრძელდება… უეცრად მოთამაშეები უკონტროლო ძალას ემორჩილებიან, ერთიანად მიექანებიან ახალი ქალაქისკენ.
„ჩვენი მიდგომა მარტივი იყო: გვსურდა, თამაშის გარშემო გაშენებული ქალაქის სიგიჟე აღგვებეჭდა. ფანტასტიკური და სიურრეალისტური განწყობით, ვიდეორგოლი დინამიკური მომენტებითაა აგებული“, — აღნიშნავენ სააგენტოში.