in

2018 წელს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 511 მილიარდი დოლარით შემცირდა

2018 წელს, მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 511 მილიარდი დოლარით, 4,7 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში, უმდიდრესი ადამიანების ქონება რეკორდულ მაჩვენებლამდე – 5,6 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა წლის მეორე ნახევარში მკვეთრად დაეცა. გამოცემის ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი საფონდო ბირჟებზე არსებული არასტაბილურობა იყო.

 

რაც შეეხება უმდიდრეს ადამიანებს, რომლებსაც ჩვენს სტატიებში ხშირად ნახავთ. წელს, Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა 23 მილიარდი დოლარი დაკარგა. ბაზარზე არსებული არასტაბილურობის შედეგად, Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე 69 მლრდ დოლარით, 168 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა, სექტემბრიდან დღემდე, 53 მილიარდით შემცირდა.

 

“Forbes Georgia“-ს დაჯილდოება – 2018 წლის გამორჩეული ადამიანები და კომპანიები 

საათი, რომელიც სტრესის მაჩვენებელს ზომავს